ეცადე, ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს

2014-05-15, 8:20 PM


"ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს, შენს სულს უმკურნალოს".

***
"შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო, რათა საცდურად არ ექცე მოყვასს".

***
"ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველას მრჩევლად ნუ გაიხდი".

***
"ეცადე, ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს".

***
"შენი სულიერი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანადგომა უჩვენე. თუკი რომელიმე გთხოვს, დაეხმარო, მთელი ის დღე მასთან იშრომე".

***
"ყოველდღე, ძილისაგან აღმდგარმა, პირველ ყოვლისა, იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე, რომელნიც საძმოში გყავთ - მოინახულე ისინი და რითაც შეგიძლია, მოემსახურე".
წმინდა ანტონი დიდი

"ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისგან განიწმინდო სული, რადგან თუკი ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.

მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ".
წმინდა ნიკოლოზ სერბი
(ველიმიროვიჩი)

"სიყვარულს ძალუძს მოიძიოს სიტყვები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღაშენო მოყვასი. იგი გიჩვენებს ხერხს, გონებას და ენას წარგიმართავს და ეს საქმე არ მოითხოვს მჭევრმეტყველურ სიტყვებს".
წმინდა ტიხონ ზადონელი

"ისაუბრო რელიგიაზე და გასცე რჩევები - დიდი სხვაობაა. ეს უკანასკნელი უნდა აკეთოთ ღვთის შიშით, უკიდურესი სიფრთხილითა და ზომიერებით. დააკლებ მოყვასს ტვირთს - უბედურება არ არის. გადატვირთავ - და მოყვასი ადვილად შეიძლება განუკურნებლად დაზიანდეს, სამუდამოდ შეიქმნას ყველაფრისადმი უუნარო".
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

"ფშვინვიერ ადამიანთან უნდა ისაუბრო კაცობრივ ამბებზე; სულიერი გონების მქონესთან კი - ზეციურზე. სულიერ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკო მათთან, რომლებსაც მოსმენის სურვილსაც კი ვერ შეატყობ".
წმინდა სერაფიმ საროველი

"სანამ რაიმეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა მას სულიერად ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა, იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო".

***
"დიდად არ დამალოთ თქვენი რელიგიურობა ამხანაგთა წინაშე. მოულოდნელად შეიძლება წააწყდე თანამგრძნობ, შემკითხველ, დაინტერესებულ ადამიანებს. ნუ ეცდები ქარაფშუტული და უშინაარსო საერთო ნიღბის ქვეშ საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვას".
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

"გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა".
(რომ. 12:15)

"ხოლო თანა-გუაც ჩვენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთა ტვირთად და არა თავთა თვისთა სათნო ყოფად".
(რომ. 15:1)

"ნუ იტყვი უგულო სიტყვებს: "მე არაფერი მაქვს ამ კაცთან საერთო". ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან, ყოველ ადამიანთან კი ბევრი რამ გვაქვს საზიარო".
წმინდა იოანე ოქროპირი

"შეაჩვიე შენი თავი იმას, რომ ყველა შემთხვევისას, რაც კი შეგხვდება ცხოვრებაში, ყოველთვის, ყოველ ჟამს, ყველას და თვით უფალსაც ეუბნებოდე - "მაპატიე".
წმინდა ანტონი დიდი

როცა მოყვასს შეხვდები, აიძულე თავი შენი, პატივი მიაგო მას იმაზე მეტად, ვიდრე ეკუთვნოდეს. შეაქე იმისთვისაც, რაც მას არ გააჩნია. ხოლო როდესაც დაშორდები, ილაპარაკე მასზე ყველაფერი კარგი და ღირსპატივსაცემი, რადგანაც ამგვარი სიკეთით აიძულებ მას, შერცხვეს იმ პატივის გამო, რომელსაც მიაგებ და ასე დანერგავ მასში სათნოების თესლს. შენ მიერ შეძენილი ამგვარი ჩვევისგან შენზე აღიბეჭდება ხატი სახიერებისა, შეიძენ უმაღლეს სიმდაბლეს. გარდა ამისა, შენ მიერ პატივდებული, შენგან მიგებული პატივით დარცხვენილი, თუნდაც რაიმე ნაკლი გააჩნდეს, იოლად გამოსწორდება.

დაე, ყოველთვის გაგაჩნდეს ეს ზნე - ყველასადმი იყო კეთილგანწყობილი და თავაზიანი, ნურავის დაამწუხრებ ბოროტთა საქმეთა მიზეზით და ნურავისი შეგშურდება. ნუ იტვირთავ ვინმეს გაკიცხვასა და მხილებას".
წმინდა ისააკ ასური

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: ambebi, ამბები, religia, რწმენა, რელიგია, rtsmena, მართლმადიდებლები, მართლმადიდებლობა, temebi, თემები Views: 1981 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: