A A
RSS
Main » Files » საკითხავი თემები

იაკობ ჩიჩილაძე - კითხვა მიგებება იმის შესახებ თუ რას ასწავლის ახალი აღთქმის წმიდა წერილი გეენიის შესახებ
2014-08-10, 1:48 PM

1) საიდან მოდის სიტყვა გეენია (ძვ. ქართულით გეჰენია)?
< გეენია (ებრაულად გენომ-ჰენომ, ბერძ. γέεννα) არის იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვაკე. ძველად ქრისტეშობამდე დიდიხნით ადრე ამ ადგილას ტარდებოდა მოლოქის კერპისადმი ბავშვების მსხვერპლშეწირვის რიტუალები. მოგვიანებით ურჯულოებიდან მოქცეულმა ებრაელებმა საძაგლად და უწმიდურად მიაჩნიეს ეს ადგილი, გადააქციეს ნაგვსაყრელად, სადაც იკრიბებოდა ყველაფერი უვარგისი. იქ მუდამ ენთოთ ცეცხლი, წვავდნენ ნაგავს და მკვდარ ცხოველებს, რომ გვამების ლპობის გამო რაიმე ჭირი არ გავცელებულიყო.

2) ახალ აღთქმაში, ქრისტე და მოციქულები რა მნიშვნელობით იყენებენ სოტყვა გეენიას?
< ქრისტემ სიტყვა გეენიას გამოიყენა სულიერი მნიშვნელობით, კერძოდ მან იგი გამოიყენა საყოველთაო სამსჯავროს შემდგომი, საუკუნო, სულითა და ხორცით, დაუსრულებელი სატანჯველის მნიშვნელობით:
“უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა” (მათე 5:29,30)
“ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა” (მათე 10:28);

3) არის რაიმე არსობრივი განსხვავება ჯოჯოხეთსა და გეენიას შორის?
< ჯოჯოხეთსა და გეენიას შორის არ არის არსობრივი განსხვავება. ჯოჯოხეთსა და გეენიას შორის განსხვავება ხაროსხობრივია. გეენიას ტანჯვა ხარისხობრივად აღმატებულია ჯოჯოხეთის ტანჯვაზე:
“სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა” (გამოც. 20:14). სრული კონტექსტი: “მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.” (გამოც. 20:13-15).
ჯოჯოხეთში მოუნანიებელი ცოდვილები იტანჯებიან სულით, ხოლო გეენიაში იტანჯნენ სულითა და მკვდრეთით აღმდგარი სხეულით.

4) ახალი აღთქმის წმიდა წერილში კიდევ როგორ მოიხსენება გეენია?
< ახალი აღთქმის წმიდა წერილში გეენია მოიხსენება როგორც:
“გეჰენია ცეცხლისა” (მათე 5:22); “ცეცხლი უშრეტი” (მათე 3:12); “ცეცხლი საუკუნე” (მათე 18:8); “სატანჯველსა საუკუნე” (მათე 25:46) “ტბა ცეცხლისა და წუმწუბისა”, “მეორე სიკვდილი” (გამოც. 20:10,14).

5) ახალი აღთქმის წმიდა წერილში სად წერია რომ გეენიას არ ექნება დასასრული:
< გეენიას რომა არ ექნება დაასასრული ამის შესახებ ახალი აღთქმის წმიდა წერილში მრავალი მოწმობაა:

_“რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა” (მათე 3:12).
_“უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა.” (მათე 18:8);
_“მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს... და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.” (მათე 25:41,46);
_“უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.” (მარკ. 9:43,45)
_“რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა” (ლუკა 3:17)
_“ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.” (გამოც. 20:10).




გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: nazareti, religia, iakob chichiladze, geenia, martlmadideboba, რელიგია, tsminda tserili, მართლმადიდებლობა, იაკობ ჩიჩილაძე
Views: 1204 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 1
Guests: 1
Users: 0