დავით გიორგობიანი და კომპანია "სიმბოლ სტუდიო" წარმოგიდგენთ ფილმს, რომლეშიც აღწერილია განცხადებული სასწაულები, ფილმი გადაღებულია უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით.
საპატრიარქოს სატელევიზიო არხი "ერთსულოვნება" წარმოგიდგენთ თინათინ ჭაბუკიანის ფილმს სადაც მრევლი ყვება მამა სოკრატეს ლოცვის შემდეგ უამრავ სასწაულზე. ძალიან საინტერესოა. ხილული სასწაულები.
2003 წლის 3 სექტემბერს ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანდა პანტანასას ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც დააბრძანეს ავჭალაში ქეთევან წამებულის ტაძარში; და სულ რამოდენიმე ხანში მართლაც მოხდა ისე რომ ადამიანებში რომლებიც ონკოლოგიური დაავადებებით იყო სნეული მოხდა კურნება. რამოდენიმე შემთხვევა მოხდა და ასე გაითქვა პანტანასას ხატმა სახელი. - ამბობს ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი - მამა გიორგი რაზმაძე. - მამა ეფრემი: "თქვენ არ იცით ჯერ რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოში..."
ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს. ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მისმა ქალიშვილმა ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები თავისთან, სახლში დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას,ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. როცა შვილთან ვერაფერი გააწყო, დედა საღამოხანს ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.