აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად

2014-05-15, 8:11 PM


მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას 2002 წლიდან უძღვება. ეპისკოპოსად მისი კურთხევის შემდეგ ამ მთიან რეგიონში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, ბევრიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია... სახელი სტეფანე მეუფეს ერისკაცობიდან მოსდევს. სასულიერო გზის არჩევის შემდეგ მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილმა) სულიერი შვილი პირველმოწამე სტეფანეს სახელით აღკვეცა.

ბერული ცხოვრება საფარის მონასტრიდან დაიწყო. ვიდრე ბერი გახდებოდა, საფარის მონასტერს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა. შემდეგ მონასტრის წინამძღვარმა მეუფე სერგიმ დიაკვნად აკურთხა. ამას ბერად აღკვეცაც მოჰყვა.

- როცა საფარის მონასტრის წინამძღვარი მეუფე თეოდორე (ჭუაძე) ბოდბის ეპარქიაში ეპისკოპოსად აკურთხეს, მონასტრის წინამძღვრობა მე დამაკისრეს, - მოგვითხრობს მეუფე სტეფანე, - შემდეგ ერთხანს აბასთუმნის ტაძარში ვმსახურობდი. 1999 წელს მესხეთში ჭულევის მონასტერი გავხსენით. მონასტერში ბერებისთვის სენაკები ავაშენეთ. მომზადდა ადგილები სახელოსნოებისთვის, აღვმართეთ ქვაჯვარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა მონასტერი არაერთი ხელოვნების ნიმუშით შეამკეს...



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: ambebi, ამბები, religia, რწმენა, რელიგია, rtsmena, მართლმადიდებლები, მართლმადიდებლობა, temebi, თემები Views: 2233 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: