ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - შეპყრობილის ხსნა

2014-05-10, 2:24 PM


1916 წელს წმიდა მთავარანგელოზებმა ათონის მთის წმიდა დიონისიუს კინოტის საძმო უბედური შემთხვევისგან იხსნეს. ეს საყოველთაო ღამისთევის ჟამს, ზეციურ ძალთა დღესასწაულზე მოხდა. მონასტერში იყო ერთი შეპყრობილი, რომელიც ყველას თანდასწრებით ბერების შეცოდებებს ყვიროდა, უწესრიგობას მართავდა და სალანძღავ სიმღერებს მღეროდა. იმ ღამეს მასში მყოფი ეშმაკი ისე ძლიერ აწვალებდა საბრალოს, რომ "რომელი ქერუბიმთა" - ს გალობის დროს მიწიდან ზევით ასწია და ჰაერში გადაატრიალა. ასამაღლებლების გალობის დროს ეშმაკეულმა საშინელი გოდება დაიწყო, ძმებს ხელიდან დაუსხლტა და ზღვისკენ გაიქცა, რათა მორევში გადავარდნილიყო.
ტაძრის სამხრეთი კარის პირდაპირ პატარა შესასვლელი იყო, მის კედლებზე მთავარანგელოზები - მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი იყვნენ გამოსახულნი. როდესაც მათ გვერდით ჩაურბინა, ეშმაკეულმა დაინახა, როგორ გამოვიდა უზარმაზარი ხელი ხატიდან და გზა გადაუღობა მას. ავადმყოფი დალურსმულივით შეჩერდა, ამ დროს კი იგი წამოწეულმა ძმებმა დაიჭირეს.
ამის შესახებ გვიამბო თვითონ ავადმყოფმა, როდესაც იგი გონს მოეგო. ერთ-ერთი კვეთებულის დროს ბოროტი ძალა განიდევნა, ადამიანმა კი სიმშვიდე მოიპოვა და განკურნებულმა დატოვა მონასტერი.

მასალის წყარო: წიგნი - ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: წიგნი, მოთხრობა, რწმენა, ანგელოზი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმი, მოთხრობები, წიგნები Views: 2195 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: