ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - ანგელოზური სტუმართმოყვარეობა

2014-05-09, 10:41 PM


ათონის მთის კონსტამონიტის მონასტრის იღუმენის, ბერი ფილარეტის ცხოვრების დევიზი იყო გამონათქვამი - "სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (ებრ. 13, 2). ერთხელ მას სურდა, დამწუხრებული ბერი ენუგეშებინა და თავისი ცხოვრებისეული ამბავი მოუთხრო, რომელიც მონასტრის სასტუმროში მორჩილების დროს შეემთხვა.
"სტუმრებისთვის სუფრას ვშლიდი. მიუხედავად იმისა, რომ სატრაპეზოს კარი დაკეტილი იყო, უეცრად ჩემ წინ არაჩვეულებრივი სილამაზის ახალგაზრდა გაჩნდა.
- მაკურთხეთ! ძალიან მშია, - მითხრა მან.
გავოცდი და მექანიკურად, მაგრამ სტუმართმოყვარულად ვუთხარი:
- დაბრძანდით, გეთაყვა. რა გქვიათ?
- მიქაელი, - სიხარულით მომიგო მან.
პურის მოტანაც ვერ მოვასწარი, რომ ახალგაზრდა გაქრა. ვფიქრობ, რომ ეს იყო უფლის ანგელოზი... იცოდე, შვილო ჩემო, რომ მოთმინების მქონესთან ანგელოზები სტუმრობენ."

მასალის წყარო: წიგნი - ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: წიგნი, მოთხრობა, რწმენა, ანგელოზი, ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმი, მართლმადიდებლობა, მოთხრობები, წიგნები Views: 2480 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: