ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - მხსნელი ანგელოზი

2014-05-09, 10:47 PM


წმიდა ანგელოზის განსაკუთრებული მფარველობის ღირსი გახდა ბერი გერასიმე მენაგი (1957). ეს მოხდა მაშინ, როცა ის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრეობდა.
ერთხელ მოძღვარმა ის სასწრაფო საქმეზე გაგზავნა ლავრაში. ბერმა კურთხევა აიღო და წავიდა. ფეხით სამი-ოთხი საათის სავალი ჰქონდა, მაგრამ მკაცრი ზამთრის გამო, გზა თოვლით იყო დაფარული. მორჩილს გზის ნახევარიც კი არ ჰქონდა გავლილი, რომ საშინელი ქარბუქი ამოვარდა. სიბნელეში გერასიმემ გზა ვეღარ გაიგნო. თავისი მდგომარეობის სირთულემ გულმხურვალე ვედრება დააწყებინა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ. ათი წუთიც არ გასულა, რომ ზეციდან ხსნა გამოჩნდა: მოსაგრეს ათი წლის ყრმა გამოეცხადა.
– დამლოცე, ხუცესო! – მიმართა მან მლოცველს.
– ღმერთმა დაგლოცოს.
– საით გაგიწევია ასეთ ამინდში? ტყეში გზა აგებნევა და თოვლის ნამქერში აღმოჩნდები.
– მაშ, რა ვქნა, შვილო, ხუცესმა ლავრაში გამგზავნა.
– წავიდეთ, მე გზის გაკვლევაში დაგეხმარები.
ყრმამ ბერი გარკვეულ ადგილამდე მიაცილა და უთხრა:
– ახლა ამ გზას ქვევით ჩაუყვები და ლავრისკენ მიმავალ ბილიკზე გახვალ.
მამა გერასიმემ ბავშვს გულწრფელი მადლობა გადაუხადა და გზას გაუყვა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, გონს მოეგო: როგორ აღმოჩნდა ეს ბავშვი აქ, ამისთანა თოვლში? – გაიფიქრა მან. ხუცესი შებრუნდა, მაგრამ ვეღარავინ დაინახა. ყრმა ისე გაქრა, რომ თოვლზე კვალიც არ დაუტოვებია. გერასიმე მიხვდა, რომ ეს ღვთის ანგელოზი იყო.

მასალის წყარო: წიგნი - ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: წიგნი, მოთხრობა, რწმენა, ანგელოზი, ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმი, მართლმადიდებლობა, მოთხრობები, წიგნები Views: 2220 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: