A A
RSS
Main » Files » საკითხავი თემები

რატომ ვცემთ თაყვანს წმინდანთა წმინდა ნაწილებს?
2014-04-04, 7:19 PM

გვწამს, რომ ადამიანის სხეული, ეკლესიის სწავლებით ხდება ჭურჭელი ღმრთის უქმნელი საღვთო ენერგიისა, ქრისტეშემოსილი და სულიწმიდით აღვსილი: „არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? . . . ანდა, არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღმრთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?. . . აბა, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომელიც ღმრთისაა.“ (1კორ.6,15-20;), „თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად, თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოსვლისას. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც.“ (1თეს.5,23-24).

ადამიანური სხეული დაფასებულია ეკლესიაში და მარადიულია მისი დანიშნულება. ქრისტე „გარდაქმნის“ ანუ ფერს უცვლის ჩვენს მდაბალ სხეულს, ვიდრე იგი გახდება „როგორც სხეული დიდებისა“, როგორც ქრისტეს დიდებული სხეული და ეს მოხდება მეორედ მოსვლისას, „რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის თანახატად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.“ (ფილ.3,21).
წმინდა ნაწილების პატივისცემა წარმოადგენს წინასახეს ადამიანის სხეულის ამ ახალი, დიდებული მდგომარეობისა. ეს პატივი რომელსაც მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანთა წმინდა ნაწილებს, წარმოადგენს ასევე ჩვენი რწმენის მოწმობას, ადამიანის საყოველთაო დიდების შესახებ. (1 თეს.5,23-24;).
მაკურთხეველი წყალობა, მშვენიერება და მადლი გამოიხატება წმინდა ნაწილებში კეთილსურნელებით, რომლის შესახებ საუბრობს წმინდა წერილი: „რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის გამოხსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.“ (2კორ.2,15;),
„და დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ბალახივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მსხაურთ, და თავის მტრებს განურისხდება“, (ეს.64,14;),

და აღასრულებს სასწაულებს: „და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში, და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.“ (4მეფ.13, 20-21;).
იგივე მადლი გადაეცემა საგნებს, რომლებიც შეხებაში მოდიან წმინდანთა სხეულთან, სასწაულთმოქმედების მადლით: „და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.“ და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“ და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. და უყურებდა ელისე და ეძახდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. და აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.“ (4 მეფ.2,8-14;),
„აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ ხოლო იესუ მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და ქალი იმ ჟამიდანვე განიკურნა.“ (მთ.9,20-22),
„გამოდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს ბევრ სნეულს და კურნავდნენ“. (მკ.6,13.), „ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და სტოვებდა მათ სნეულებები, და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან.“(საქ.19,12).
ადამისგან ჩვენი წარმომავლობის საფუძველზე, დაშორებულნი ვართ პირველქმნილ მდგომარეობას: „და ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვირს ბალახს. შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ არებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.“ (დაბ.3,17-19;),
მაგრამ ადამიანი, ღმრთის მადლით ასხივებს სინათლეს და გადასცემს კურთხევას, თავისი ჩრდილიდანაც კი: „ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და სარეცლებზე აწვენდნენ, ვინძლო ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. ბევრი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.“ (საქ.5,15-16).
იგივე ღმერთი მაშასადამე პატივს მიაგებს წმინდა ადამიანთა წმინდა ნაწილებს და მსჭვალავს მათ თავის უქმნელი საღმრთო მადლით. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს მათ და ათავსებს მათ წმინდა საკურთხევლის ქვეშ: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ“, (ებრ.13,10), ამით კი ზეციურ ხელთუქმნელ საკურთხეველს ემსგავსება: „და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღმრთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც ჰქონდათ,“ (აპოკ.6,9), რადგანაც ჩვენი საკურთხეველი, არის „ანალოგიური ჭეშმარიტისა“, ანუ იმ ზეციური საკურთხევლისა: „რადგან არა ხელთქმნილ საწმიდარში შევიდა ქრისტე, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ღმრთის წინაშე ჩვენი გულისათვის“ (ებრ.9,24).
ადრეული პერიოდის ეკლესია პატივს მიაგებდა წმინდანთა წმინდა ნაწილებს. წმინდა პოლიკარპეს მარტვილობაში (+156) ჩანს თუ როგორ მიიჩნევდნენ მის წმინდა ნაწილებს, როგორც „უძვირფასესად უძვირეს ქვაზე და უაღრესად ვიდრე ოქროზე.“
მორწმუნეები თავს უყრიდნენ მოწამეთა საფლავებს, იმისათვის რომ იქ აღესრულებინათ წმინდა ლიტურგია და აღენიშნათ მათი ხსენება. ეს ტარდიცია შემდგომ ეპოქებშიც გაგრძელდა. არანაირი მოწმობა არ არსებობს, რომელიც ინფორმაციას მოგვაწვდიდა იმის შესახებ, რომ წმინდა ნაწილებისადმი პატივის მიგება მიუღებელი იყო საერთოდ.
თავის პირველ მამხილებელ სიტყვაში იულიანეს მიმართ წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი წმინდანებზე ამბობს: „ისინი არიან დიდად სათაყვანო და სასიხარულო. მათგან დემონები გარბიან და მრავალი იკურნება. . . . ამ სხეულებს აქვთ იგივე ძალა როგორც მათ წმინდა სულებს, როგორც შეხებისას, ისე პატივის მიგებითაც. ისინი არა მხოლოდ სისხლით და მცირე ნაწილებით მოქმედებენ მხოლოდ, არამედ ასევე სხეულით.
ადრიდანვე, საეკლესიო სწავლების თანახმად, საღმრთო სიხარული და მადლი გადაეცემა ყველაფერს, რომელიც შეხებაშია წმინდანებთან. იქამდეც კი, რომ წმინდანთა შესამოსელიც კი არის პატივსაცემი ქმნილებისგან, ამბობს იოანე ოქროპირი და მოყავს მაგალითი ელიასი (4მეფ.2,8-14;), შესამოსელი სამი ბავშვისა, რომლებიც ამარცხებენ ცეცხლს:
„შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდთ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: „კურთხეულია ღმერთი სედრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი სხეულიც კი გადადეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ“ (დან.3,27-28),
კვერთხი მოსესი რომლითაც მრავალი სასწაული აღასრულა, შესამოსელი პავლესი: „ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან არებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.“ (საქ.19,11-12),
ჩრდილი პეტრესი: „ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს.“ (საქ.5,15) და სხვ.
მართლმადიდებელ ეკლესიაში პატივს მივაგებთ წმინდანთა წმინდა ნაწილებს და მოწიწებით თაყვანს ვცემთ, რომელიც არ წარმოადგენს გაღმერთების რიტუალს, რადგანაც არასოდეს მართლმადიდებლობაში, მართლმადიდებელ ქრისტიანს არასოდეს გაუიგივებია წმინდა ნაწილების ეს თაყვანისცემა ღმერთის თაყვანისცემასთან.



ავტორი: მამა ანტონ ალევიზოპულოსი
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
წყარო: www.orthodoxtheology.ge








გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: wminda nawilebi, religia, martlmadidebloba, martlmadideblebi, tsmindanebi, tsminda natsilebi, cminda nacilebi, cmindanebi, wmindanebi, martlmadidebeli
Views: 1371 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 2
Guests: 2
Users: 0