წმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სამებაში 20 აპრილამდე დარჩება

2014-03-24, 9:19 AM


საპატრიარქოს ინფორმაციით, წმიდა მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩება. წმიდა მამის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს. ბეთანიელი მამების – ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმიდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ასევე, აღდგომამდე იქნება დასვენებული. საპატრიარქოს ცნობით, დიდმარხვის ბოლოს, კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმიდა მამა გაბრიელისა და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ.

მასალის წყარო: Ambioni.Ge





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: მამა გაბრიელი, beri gabrieli, sameba, სამება, სალოსი, ბერი გაბრიელი, betaneli mamebi, salosi, mama gabrieli, ბეთანელი მამები Views: 2274 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: