Natlisgheba / ნათლისღება – სადღესასწაულო ქადაგება (19.01.2014)

2014-01-19, 2:10 PM


19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული სამება – ნათლისღება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“სულიწმიდა გადმოდის დღეს ყველა ადამიანზე, ვინც რწმენით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით და სასოებით ელოდება სულსა წმიდასა. რა უნდა აკეთოს ადამიანმა რომ მისი გული, სულიერი სამყარო გახდეს ტაძარი სულისა წმისდისა? – უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა იშრომოს, უნდა დაამყაროს კავშირი ზეცასთან. ასევე – წინაპრებთან და ამას მოახერხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუფთა გული აქვს, თუ თვითონ გახდა ტაძარი სულისა წმიდისა,”– ბრძანა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს სულიერად. მისივე თქმით, “ადამიანის სული უნდა ხედავდეს უფალს. ის შემოგხედავს შენ და ერთად კარგად ვიქნებით”.

“დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმიდა და გეძლევათ ლოცვა–კურთხევა მთელ საქართველოს ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ოჯახები, ეზო–კარი, საქონელი, ქუჩები. ტაძრებიდან რომ წახვალთ სახლში, ქუჩები აკურთხეთ და მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა, თქვენზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.”– ბრძანა პატრიარქმა.






გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: katolikos patriarqi, natlisgeba, sameba, ნათლისღება, ioane natlismcemeli, natlisgheba, სადღესასწაულო ქად, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ilia II qadageba Views: 2206 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: