† მამა გაბრიელის 10 რჩევა / Mama Gabrielis 10 Rcheva †

2014-01-16, 1:18 PM


1. ღმერთი დაუსაბამო სიკეთე ,დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.
2. ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
3. ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.
4. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ..
5. სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.
6. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება ..
7. შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს ნახევარი მადლი შენზე გადმოდის ..
8. თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ,იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც..
9. იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.
10. ღმერთის სახელს როცა ახსენებ , ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო.

წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი - tsminda ghirsi mama gabrieli aghmsarebeli salosi



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: mama gabrieli aghmsarebeli salosi, მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი, beri gabrieli, salosi gabrieli, ბერი გაბრიელი, mama gabrieli, monk gabriel Views: 5102 | Downloads: 0 | Rating: 2.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: