საპატრიარქო ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

2014-05-19, 12:59 PM


საპატრიარქო ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომ მთელს საქართველოში სხვადასხვა დღეს იქნება ამ სასწაულმოქმედ მირონმდინარე ხატთან მიახლება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 16 მაისს, პარასკევს, შუადღის შემდეგ, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ახალქალაქში წააბრძანებენ. 17 მაისს, შაბათს, ხატს დააბრძანებენ ბათუმში. კვირას, 18 მაისს, შუადღის შემდეგ - ფოთში; ორშაბათს, 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში. 20 მაისს, - ხევსურეთში, ბარისახოში; 21 მაისს, ორშაბათს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.

მასალის მომწოდებელი ვებ-გვერდი - reportiori.ge



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: სიონი, სასწაულები - სასწაული, ზუგდიდი, ქუთაისი, სამება, ხევსურეთი, ბარისახო, ახალქალაქი, მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი, ბათუმი Views: 1529 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: