ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები

2013-05-18, 4:51 PM


1. დემეტრე (დიმიტრი I) , - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.
წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა."

2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია.
შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ.
ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო."

3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან.

ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ."

ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა."

ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი.

4.კონსტანტინე II, დემეტრე მეფის ძე, მეფობდა ქართლში 1479-1505. ბერად შედგა კვირილეს (კირილეს) სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა კონსტანტინე ყოფილისა კვირელი, საუკუნეს იყავნ."

5. თამარი, ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მეუღლე. შემონოზონდა თეკლას სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "თანამეცხედრისა მათისა დედოფალთ დედოფლისა თამარ ყოფილისა თეკლესი საუკუნის იყავნ ხსენება."

თამარ ყოფილი თეკლას სახსენებელი სულთა მატიანეში მოტანილია კონსტანტინე მეფის სახსენებლის შემდეგ, ამიტომაც აქ იგულისხმება მისი მეუღლე, კონსტანტინეს ჰყავდა მეუღლედ თამარი.

6. დავითი, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1505-1525. ბერად შედგა დამიანეს სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა დავით ყოფილისა დამიანესი საუკუნო იყავნ ხსენებაჲ".

7. გიორგი IX, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1525-1527. ბერად შედგა გერასიმეს სახელით.
ნიკროწმ. სულთა მატ.: "გიორგი ყოფილსა გერასიმესი საუკუნოს იყავნ ხსენებაჲ."

8. ბაგრატი, კონსტანტინე II-ის ძე (ქართლის მეფის ძე), მუხრანის მფლობელი ბაგრატიონი.
ბაგრატი ბერად შედგა ბარნაბას სახელით.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: ბერების ცხოვრება, ბერად აღკვეცილი, martlmadidebloba, berad agkveca, berad agkvecili, berebis cxovreba, მართლმადიდებლობა, berebi, ბერები, ბერად აღკვეცა Views: 3918 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: