მართლმადიდებლური კატეხიზმოს შემცველობა

2014-02-02, 3:29 PM


 კითხვა: როგორ წარმოვიდგინოთ კეთილმსახურების კათეხიზისური სწავლება მისი სწორი შემცველობით?
პასუხი: ამისათვის, მაგალითისამებრ წიგნისა " მართლმადიდებლური აღმსარებლობა", - რომელიც მოწონებულია აღმოსავლელი მართლმადიდებელი პატრიარქების მიერ, - შეიძლება საფუძვლად ავიღოთ პავლე მოციქულის გამოთქმა, რომ ახლანდელ ცხოვრებაში ქრისტიანის მთელ საქმიანობას უნდა წარმართავდეს შემდეგი სამი ცნება: სარწმუნოება, სასოება, სიყვარული.
" აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებისაი, სასოებაი და სიყუარული" (1 კორინ. 13, 15).
ამდენად, ქრისტიანისათვის საჭიროა:
უპირველესად, ღვთის მიმართ რწმენისა და იმ საიდულოთა შესახებ სწავლება, რომლებსაც იგი გვიცხადებს;
მეორე, ღმერთზე სასოებისა და იმ საშუალებათა შესახებ, სწავლება, რომლებიც ამ სასოებაში განგვამტკიცებს;
მესამე, ღმერთისა და ყოველივე იმისადმი სიყვარულის შესახებ სწავლება, რის შეყვარებასაც იგი გვიბრძანებს.
კითხვა: რა გზით განგვწავლის ეკლესია სარწმუნოებაში?
პასუხი: სარწმუნოების სიმბოლოს ("მრწამსის") საშუალებით.
კითხვა: რით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ სასოებაში განსასწავლად?
პასუხი: უფლის მიერ მოცემული ნეტარების მცნებებიტა და ლოცვით.
კითხვა: სად შეიძლება მოვიძიოთ საწყისი სწავლება სიყვარულის შესახებ?
პასუხი: საღვთო სჯულის ათ მცნებაში, ასევე ახალ აღთქმაში ( იხ. მათე,5, 44, 46; 10, 37. მარკოზი, 12, 30-33. ლუკა, 7, 47; 11, 42. იოანე, 13, 34, 35. 1 კორინ. 13, 1-9 და სხვა).

მასალის წყარო - წიგნი - "ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო"



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: Nata | Tags: katexizmo, martlmadidebluri, martlmadidebloba, კატეხიზმო, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი, martlmadidebeli, katekhizmo Views: 2743 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: