სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი) - წმინდა სვინკლიტიკიას ცხოვრებიდან

2014-05-20, 7:02 PM


ნეტარი დედა სვინკლიტიკია ამბობდა, რომ ზარმაცი და დაუდევარი სულები, რომლებსაც სიკეთის ქმნა არ ძალუძთ და, ამასთან, იოლად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, სიკეთის სულ მცირე მცდელობისთვისაც კი უნდა წაახალისო და შეაქო, ხოლო მის უხეშ და მძიმე შეცდომებს უწოდო მცირე და უმნიშვნელო. ეს იმიტომ, რომ ეშმაკი ცდილობს, ყოველივე ჩვენს დასაღუპად მიმართოს: წარმატებული და მოღვაწე მოსაგრეებისაგან იგი მალავს მათ ცოდვებს, რათა დაავიწყოს საკუთარი შეცოდებანი და ამით ამპარტავნებაში ჩააგდოს, ხოლო ახალდამწყებთ და განუმტკიცებელ სულებს კი პირიქით, წვრილმანებამდე აჩვენებს საკუთარ ცოდვებს, და ამ გზით ცდილობს მათში სასოწარკვეთილების გამოწვევას. ამიტომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი სულები შემდეგნაირად უნდა გავამხნევოთ და ვანუგეშოთ: მათ უნდა შევახსენოთ, რომ ღმერთი უსაზღვროთ სულგრძელი და თანამგრძნობია ყველა ადამიანის მიმართ, რომ იგი მრავალმოწყალეა და უაღრესად წუხს ჩვენი ცოდვებისთვის. გარდა ამისა, მათ გამამხნევებლად უნდა დავიმოწმოთ წმინდა წერილის ის ადგილები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს უფლის განუზომელ წყალობას მონანული ცოდვილებისადმი. უნდა ვუთხრატ: "რააბი იყო ცოდვილი, მაგრამ რწმენით გადარჩა; პავლე ქრისტიანებს დევნიდა, მაგრამ უფლის რჩეული ჭურჭელი გახდა; ავაზაკი ძარცვავდა და კლავდა, მაგრამ ერთი აღმსარებლობითი სიტყვით პირველმა შეაღო სამოთხის კარი". უნდა ვახსენოთ, ასევე, მათე, რომელიც მეზვერე იყო და წმინდა მოციქული და მახარებელი გახდა; უძღები შვილი იყო და მრავალი სხვა მსგავსი პიროვნება, ხმობილი უფლის მიერ, და ამით გამოვიყვანოთ ისინი სასოწარკვეთIლების დამღუპველი მდგომარეობიდან.
ხოლო იმ სულებს კურნება, ამპარტავნების მსხვერპლნი რომ გამხდარან, უფრო ამაღლებული ხასიათის მაგალითებით გვმართებს, მსგავსად გამოცდილი მიწისმუშაკებისა: როდესაც მცენარის აღმონაცენი პატარა და სუსტია, მას უხვი მორწყვა და გამარგვლა სჭირდება, სანამ კარგად გაიზრდება და გამყარდება; ხოლო თუკი შეხედავენ, რომ მცენარემ ზედმეტი ყლორტები გაუშვა, მას მაშინვე გასხლავენ, რათა მთლიანი მცენარე არ დაჭკნეს. ასევე ექიმებიც - ზოგ ავადმყოფს ბევრს აჭმევენ და სასეირნოდაც გამოჰყავთ, ზოგსაც დიეტასა და წოლით რეჟიმს უნიშნავენ.

მასალის წყარო: წიგნი - სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი) - I ტომი - წიგნი პირველი.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: სიკეთისმოყვარეობა, სიკეთე, siketismokvareoba, ევერგეტინოსი, sikete, martlmadidebloba, siketismoyvareoba, მართლმადიდებლობა, evergetinosi, სიკეთის მოყვარეობა Views: 32718 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: