მამა თეოდორე გიგნაძე - ქალწულება და ქალიშვილობა რა არის ქალწულობა და რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილობას? დასმულ კითხვაზე გვპასუხობს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა თეოდორე გიგნაძე.
სანამ მგალობლები გალობდნენ პატარა სოსო ხატებს წმენდდა , საოცარი ის არის რომ მისთვის არავის დაუვალებია, და ტილოც თავისით იპოვა :) მღვდელი - მამა ნიკოლოზ მელიქიძე. ხელმძღვანელი - თომა თომაშვილი. მედავითნე - მარინა რუხაძე და მარიამ სუარიძე მგალობელნი - მაია ნიაზაშვილი, ეკატერინე ბლიაძე, ნინო კობიაშვილი, მარიამ სუარიძე, ნანა ბეჟანიშვილი, მარინა რუხაძე. საბერძნეთი, სალონიკი
ეს ვიდეო მოგითხხრობთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვანის განკურნებას, საიდანაც ცხრა უმადური კეთროვანი არამც თუ მივიდნენ და მადლობა უთხრეს მაცხოვარს არამედ გულშიც კი არ ჰმადლობდნენ უფალს მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მადლიერი სამარიელი. ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ჭირსა და ლხინში და დავადიდებდეთ უფალს. ეს სიუჟეტი მომზადებულია საპატრიარქოს სატელევიზიო არხი "ერთსულოვნება" -ისთვის "წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძე) და წმინდა მამათა საკვირაო სახარების განმარტებათა" მიხედვით ზურაბ მჭედლიშვილის მიერ.
ამა წლის 27 აპრილს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე საყოველთაო ნათლობის ოცდამეთხუთმეტე ეტაპზე მოინათლა დაახლოებით 900 ამდე ბავშვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ. ჩვენთან საყოველთაო ნათლობა საქართველოს ეკლესიის მწყემს-მთავრის ლოცვა-კურთხევით და ინიციატივით 2008 წლიდან იმართება და დღეისათვის 2600 ბავშვზე მეტია მონათლული.
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე. 2014 წლის 27 იანვარი.
საპატრიარქოს სატელევიზიო არხი "ერთსულოვნება" წარმოგიდგენთ გადაცემა "კვირიაკე"-ს სიუჟეტით - აღდგომა მიუნხენის ქართულ ტაძარში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კვირიაკეს გადამღებული ჯგუფი გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში კერძოდ მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის ქართულ ტაძარში შეხვდა, სადაც სადღესასწაულო წირვა წინამძღვარმა თამაზ ლომიძემ აღავლინა. როგორ შეხვდნენ ქართველები სამშობლოს გარეთ აღდგომას და რა ტრადიციები აქვს მიუნხენის ქართველობას თამარ ცქიტიშვილი და გიორგი ნოზაძე მოგითხრობენ...
რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ იოანე (გამრეკელი) - ს ქადგება იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე. ვიდეო გადაღებულია 2013 წლის 5 მაისს. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის) - ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა!
ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში (XV ს.).