ანტონ მარტყოფელი / Anton Martkopeli Monastery

2014-04-02, 9:01 PM


ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში (XV ს.). Anton Martkopeli



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ვიდეო | Added by: InterestingSite | Tags: Monastery, anton martyopeli, anton martyofeli, religia, ანტონ მარტყოფელი, martlmadidebloba, rtsmena, anton martkofeli, Anton Martkopeli, monasteri Views: 3972 | Downloads: 0 | Rating: 2.5/2
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: