A A
RSS
Main » Files » საკითხავი თემები

Artosi / არტოსი – ზეცით გარდამოსული ანგელოზური პური, პური მარადიული ცხოვრებისა…
2013-05-17, 3:21 PM

“არტოსი” ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს. არტოსის კურთხევა აღდგომის პერიოდში სრულდება უფლის აღდგომის მოსახსენიებლად.

არტოსი – ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური ჯვრის, ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულებით, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიაში დევს კანკელის წინ მაგიდაზე. ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმიდეს წარმოადგენს.

აღდგომის სწორზე – კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. წმიდა ადგილას შენახული არტოსი ავადმყოფობის, ან სხვა რამ განსაცდელის დროს მიიღება სულიერ წამლად, საკურნებლად სულისა და ხორცისა

არბოს წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური ზაზა სოსიაშვილი:

“არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა.

მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: “აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა” და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: “ქრისტე აღსდგა”.

როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ეს ტრადიცია.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნად დაადგინეს, რომ ტაძარში პური, ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე – ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ან ქრისტეს აღდგომა.

ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია.

არტოსიარტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის, ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმიდა ადგილას.

ქეთი ჭელიძე - ambioni.ge




გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: artosi, კვირაცხოვლობა, martlmadidebloba, არტოსი, agdgoma, kviracxovloba, kvirackhovloba, martlmadidebeli
Views: 1073 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 2
Guests: 2
Users: 0