წუთისოფელი და მის მოყვარულთა სახეები, ანუ პატერიკი სამი მეგობრის შესახებ

2018-05-09, 2:29 PM


უთხრა იოდასამმა, ჭეშმარიტია ამგვარი შედარება და საოცარია ასეთი მსგავსება. ჩემი სული გააცოცხლა შენმა სიტყვებმა. ახლა წუთისოფლის ამაოებისა და მის მოყვარულთა შესახებ მიამბე რამე, როგორ ცდუნდებიან წუთისოფლის სიყვარულით და როგორ უარყოფენ უკეთეს ცხოვრებას.
მიუგო ბაღავარმ, წუთისოფელი და მისი მოყვარულნი ემსგავსებიან მათ, ვინც თაფლწასმულ ეკლვნარს ეტრფიან და კეთილსურნელოვან ყვავილებს შეურაწმყოფენ. ეს ჰგავს კაცს, რომელსაც სამი მეგობარი ჰყავდა, ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარდა მას, მეორეც უყვარდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ხოლო მესამედ არაფრად აგებდა. შეურაწმყოფილი იყო მისგან მესამე.
ერთ დღესაც მეფის რიცხვა დაატყდა კაცს თავს, უნდა გაესამართლებინათ.
მივიდა კაცი უსაყვარლეს მეგობართან და უთხრა, შენ იცი ძვირფასო, როგორ მიყვარხარ, ახლა მიჭირს უნდა გამასამართლონ, შემეწიე და გასაჭირში დამეხმარეო.
მიუგო უსაყვარლესმა მეგობარმა, მე უკვე აღარ ვარ შენი მეგობარი, აღარც გიცნობ შენ, დღეიდან სხვა მეგობრები მყავს და მათთან ერთად ვიმხიარულებო, თუმცა მაინც მოგცემ ორ შესამოსელს და ვეჭვობ, რომ რომელიმე რამეში გამოგადგეს.
მივიდა კაცი მეორე მეგობართან და უთხრა, გაიხსენე ჩვენი ძველი სიყვარული, აი მე წამიყვანენ ახლა და გამასამართლებენ, შემეწიე გასაჭირში.
მიუგო მეგობარმა, დღეს შენთვის არ მცალია, წადი შენს გზაზე, ამიერიდან აღარ ვარ შენი მეგობარი, თუმცა ცოტაზე გაგაცილებ, მალევე უკან უნდა დავბრუნდე, რომ თავს მივხედო.
კაცი მესამე მეგობართან წავიდა. იმასთან რომ ძალიან მოიძულა, ძლივს შეჰკადრა, შერცხვენილი ვარ შენთან, პირი არა მაქვს, რაიმე გთხოვო, მაგრამ დიდი ჭირი მაიძულებს დახმარებისთვის მოგმართო.
მესამე მეგობარმა მიუგო, მე შენი მეგობარი ვარ, მახსოვს შენი გაკეთებული მცირედი სიკეთეც ჩემთვის და მსურს მეტწილად მოგაგო სანაცვლოდ. ნუ გეშინია, თან გამოგყვები და გასაჭირშიც დაგეხმარები, რომ შენს მტრებს არ მივცეთ გასაყოფი, არც გაგწირავ, გამხიარულდი რადგან ნებისმიერ გასაცდელში გამოიძებნება გამოსავალი.
მაშინ თქვა კაცმა, აღარ ვიცი, რა შევინანო, ცრუ მეგობრების უსაზღვრო სიყვარული, თუ ჭეშმარიტი მეგობრის უსაზღვრო სიძულვილი.
უთხრა უფლისწულმა ბალავარს, კარგი მაგალითია და მეტად სასარგებლო, ოღონდ მისი შეფარული აზრიც მითხარი.
მიუგო ბალავარმა, პირველი მეგობარი ვერცხლისმოყვარეობაა, რომელსაც ყველაზე მეტად მიელტვის კაცი. ქონების სიყვარულით დაბრმავებულს, არც სიკვდილი აზსენდება, არც ჭირი და არც შრომა მიაჩნია რამედ, მაგრამ სიკვდილის ჟამს, ამ მეგობრისგან არაფერი სარგებელი არ რჩება კაცს, მხოლოდ ორი ტილო, რომელშიც გაახვევენ მის სხეულს.ეს არის ამ მეგობრის საბოძვარი, რომელიც შემდეგ სხვა მეგობრებს იძენს და მათთან ატარებს დროს.
მეორე მეგობარი ოჯახის წევრებია. სანამ ცოცხლობს, მათითაა დაკავებული კაცის გონება, ყველაფერს მათთვის სცდილობს, მათ ნება-სურვილს წირავს სულსა და გულს, მაგრამ ესეც ამაო, რადგან სიკვდილის ჟამს, ვერც მათგან ნახულობს რამე სარგებელს, მხოლოდ სამარემდე მიაცილებენ მის გვამს და მიუბრუნდებიან საკუთარ თავზე ზრუნვას.მკვდარს აღარც კი გაიხსენებენ.
მესამე მეგობარი კი, რომელიც ყველაზე მეტად იყო შეურაწმყოფილი და დავიწყებული მის მიმართ — კეთილი საქმეებია, სიყვარული, მოწყალება, რწმენა, სასოება, სიწმინდე და სხვა სათნოებები, რომლებსაც ძალუძთ თან გაჰყვნენ კაცს, შეეწიონ განკითხვის დღეს და მცირედი კეთილიც მეტწილად მიაგონ.
ასეთია წუთისოფლისა და მის მოყვარულთა სახე.





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: სიკეთე, pateriki, wutisofeli tsutisofeli cutisopeli, მეგობარი, პატერიკი, წუთისოფელი, megobroba, megobari, sikete, მეგობრობა Views: 9992 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: