კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტი

2016-01-23, 8:04 PM


კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.

ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რომელიც შესაძლებელია თავდაპირველად სამივე მხრიდან უვლიდა გარსს დასავლეთ მკლავს. ახლა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთის მკლავი.

კუმურდოს ტაძარზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა.

2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც კუმურდოს ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: kumurdos tadzari, tadzari, kumurdo, eklesiebi, eklesia, კუმურდოს ტაძარი, kumurdos eklesia, reabilitacia, tadzrebi Views: 2621 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: