დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია / didi atenis kvirackhovlobis eklesia

2022-06-29, 3:57 PM


დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ნაგებია არაწესიერი ფორმის თლილი ქვით, ლავგარდნისათვის გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით და დასავლეთით. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშია. დანარჩენ კედლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ სარკმელი მოგვიანებით გაუფართოებიათ და გადაუკეთებიათ. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, პატარა აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე აღმოსავლეთით თითო ვიწრო სარკმელი აქვს. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე და ჩრდილოეთ კედლოს აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული. დარბაზში და საკურთხეველში იატაკი კვადრატული აგურისაა. ეკლესია გადახურულია შეისრული ამარით. სახურავი კრამიტისაა, ორფერდა. აღმოსავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი პირამიდულსახურავიანი აგურის სამრეკლო. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონია სწორკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).


გადმოწერა

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikadzam0808 | Tags: kvirackhovloba, კვირაცხოვლობის ტაძარი, ეკლესია, tadzrebi, ateni, atenis kviracxovlobis tadzari, tadzari, რელიგია, ატენი, eklesia, eklesiebi, atenis kvirackhovlobis eklesia, ეკლესიები, ტაძარი, ტაძრები, მართლმადიდებლობა, კვირაცხოვლობა, galavani, ქრისტიანობა Views: 516 | Downloads: 181 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: