რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია!

2019-01-17, 5:29 AM


ერთი მოხუცი კაცი შორ გზაზე მიემგზავრებოდა. უკვე ბინდდებოდა და ღამის გათენება ღია ცის ქვეშ სახიფათო იყო. საბედნიეროდ გზა პატარა ქალაქის გვერდით გადიოდა.
მგზავრი გალავანს რომ მიუახლოვდა, მთავარი ჭიშკარი დაკეტილი დახვდა.
ავაზაკები შიშის გამო, ქალაქში არავის უშვებდნენ, ამიტომ თხოვნის მიუხედავად მცველებმა უცნობს კარი არ გაუღეს.
მოხუცმა მშვიდად მიიღო უარი და გაიფიქრა — "ყველაფერი რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია!" მას უსმელ-უჭმელად ღია ცის ქვეშ ღამის გათენება მოუხდა. ღვთის ნებას მინდობილმა მოშორებით ერთი ადგილი მონახა და ვირი იქვე დააბა. ბარგი ხის ძირში კუნძზე დააწყო და მგზავრობით დაღლილი დასასვენებლად ჩამოჯდა.
სიბნელეში რომ არ ყოფილიყო ჭრაქი დაანთო, მაგრამ უცებ ნიავმა დაუბერა და ჭრაქი ჩააქრო. მოხუცმა გაიფიქრა — "ყველაფერი რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია!" ძალიან დაღლილი იყო და ღრმად ჩაეძინა.
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაღვიძა და უცებ საშინელ სურათს წააწყდა. ვირისგან მხოლოდ ტყავიღა დარჩენილიყო. თურმე ღამე მხეცი თავს დასხმოდა ვირს, მაგრამ სიბნელეში მგზავრი ვერ შეუნიშნავს.
შეწუხებული მოხუცი ქალაქისკენ გაეშურა, მაგრამ კარიბჭე ღია დახვდა, ქალაქში კი ერთი ადამიანიც კი არ ჩანდა. თურმე ღამე ავაზაკები თავს დასხმიან ქალაქს და მაცხოვრებლები ტყვედ წაუყვანიათ, ხოლო მგზავრი, რომელიც ქალაქის გარეთ დარჩა გადაურჩა მხეცსაც და ავაზაკებსაც.
"ჭეშმარიტად, ყველაფერი რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია!" კიდევ ერთხელ გაიფიქრა ღვთისმოშიშმა მგზავრმა და ღვთის ნებას მინდობილმა გზა გააგრძელა.




სცენარის ავტორი — დავით თოფჩიშვილი
მხატვარი და ანიმატორი — ნინო ნემსიწვერიძე



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikadzamiashvili | Tags: მართლმადიდებლური ფილმები, მულტფილმები, გზა, მართლმადიდებლური, მგზავრები, ჩიტები, ღმერთი, მგზავრი, მოხუცი, ქალაქი, ჭრაქი, ბავშვებისთვის, ბებერი, ვირი, მულტფილმი, კარიბჭე, ანიმაციური ფილმი, ქართული Views: 3628 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: