ქრისტეშობის მილოცვა რუსთველი მიტროპოლიტ იოანესგან

2014-01-19, 4:07 PM


წლების მანძილზე შობა-ახალი წლის მილოცვა-დალოცვა ტრადიციად იქცა.
წელიწადი - დროის მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილია. ამ ცეცხლში მომავალი აწმყოდ იწვის და წარსულად იფერფლება. ჩვენ, ყოველდღიურად ამ ცეცხლის შუაგულში ვართ და ხშირად არ ვიცით და არც გვესმის, რისთვის ვიწვით. ყოველი დღე გამეორებაა სიცოცხლისა და ახალი დღე, ძველს არ ჰგავს. გადის ბავშვობა, სიჭაბუკე, მოდის სიჭარმაგე, მხცოვანება, სიბერე... რისთვის ვცხოვრობთ, რას ველოდებით, რას ვღებულობთ და რა გველის? წლები გადის და რა იცვლება? ჩვენ თუ არ ვიცვლებით, ახალს რას ველოდებით?!
ძველია სამყარო და მარად ახალია ქრისტე - „გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება.“
ქრისტეს შობა არის განახლება ცხოვრებისა, ახალი წელი ჩვენი ყოფიერებისა. გილოცავთ ქრისტეს შობას თქვენს ცხოვრებაში და გინათებდეთ მისი ვარსკვლავი თქვენ ახალ წელიწადს!

ქრისტესმიერი სიყვარულით - მიტროპოლიტი იოანე.






გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: ქრისტეშობა, qristeshoba, შობა-ახალი წელი, ქრისტეშობის მილოცვა, meufe ioane, shoba, shoba-akhali tseli, მიტროპოლიტი იოანე, rustveli mitropoliti ioane Views: 2618 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: