ტელემოთხრობა მერვე საოცრება არის ფილმი კაბადოკიის შესახებ - იმ საოცარი ქვეყნის შესახებ, რომლის ისტორია და ქართული კვალი, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, დღემდე უცნობია. კაბადოკია დღემდე უცნობი ქვეყანაა უამრავი ქართველისთვის, მიუხედავად იმისა რომ იგი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზეა და უამრავი ქართველი კი უკვე ნამყოფია თურქეთში. ჩვენი ფილმის მიზანიც არა მხოლოდ საერთო ანატოლიური წარსულის გახსენების სურვილმა განაპირობა, არამედ ერთგვარი პოპულარიზაციის მიზანმაც, რომელიც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას აშკარად სჭირდება. გარდა ამისა, კაბადოკია, მართლა საოცრებაა...
ფილმი არის აღსარება იმ ადამიანის ვისაც ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ მძიმე მწუხარებამ მიიყვანა მთავარი გმირი ღმერთთან. რეჟისორ ვალენტინ მატრეევოვის ამ ფილმმა არაერთხელ მოიპოვა საპრიზო ადგილები კინოფესტივალებზე.
ფილმი ეძღვნება თამარა კრონკოიანსს, ის არის საოცარი ქალი რომელმაც თავისი ძლიერი ხასიათის მქონე ცხოვრებამ აჩვენა ღმერთის დიდი რწმენა. ფილმში ჟღერს, წამოდგენილია სერგეი ტროფიმოვის რამოდენიმე ლამაზი სიმღერა. თამარა კრონკოიანსი ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ და მის მსოფლმხედველობაზე. თამარა პავლეს ასულის ღრმა სამყარო იპყრობდა მასთან ახალგაზრდებს. მისი სუფთა და მგრძნობიარე გული ათბობდა იმ ადამიანების სულს ვინც ნახულობდა მას.
დავით გიორგობიანი და კომპანია "სიმბოლ სტუდიო" წარმოგიდგენთ ფილმს, რომლეშიც აღწერილია განცხადებული სასწაულები, ფილმი გადაღებულია უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით.
გოდერძი ჩოხელის ფილმი ლუკას სახარება, რომელიც მოგვითხრობს ბიჭის სულიერ სამყაროზე. მას უკრძალავენ იყოს მორწმუნე და დასცინიან კიდევ რელიგიის გამო. ვითარება ხდება კომუნისტურ ეპოქაში, როცა იდევნებოდა ქრისტიანობა.
ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიძღვნილია გამარჯვებას 60 წლის თავს, სადაც მონათხრობია სამამულო ომის ქრონიკებზე, რომელმაც იმსხვერპლა 22 მილიონი საბჭოთა კავშირის მოქალაქე. რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი? რა იყო ამის მიზეზი? ფილმში გამოიყენება სასულიერო პირთა აზრი მე20 საუკუნის ვითარებაზე. ფილმში ნაჩვენებია უამრავი საარქივო დოკუმენტური ჩანაწერი, სასულიერო პირთა აზრები.
საპატრიარქოს სატელევიზიო არხი "ერთსულოვნება" წარმოგიდგენთ თინათინ ჭაბუკიანის ფილმს სადაც მრევლი ყვება მამა სოკრატეს ლოცვის შემდეგ უამრავ სასწაულზე. ძალიან საინტერესოა. ხილული სასწაულები.
საპატრიარქოს სატელევიზიო არხი "ერთსულოვნება" წარმოგიდგენთ როგორ შეიქმნა დედამიწაზე ბიოლოგიური სიცოცხლე? როგორ შეიქმნა ადამიანი? რატომ შექმნა ღმერთმა ევა ადამის ნეკნისგან? ამ კითხვებზე პასუხს გვცემს ლონდა ჯიქიას სიუჟეტი დიდი ხარ შენ უფალო.