12:33 PM
გავერთიანდეთ პატარა ერეკლესთვის, დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად!
თითქოსდა ერეკლეს პრობლემები არ ყოფნიდა... ასეთი რამ ამ დონის კლიკინაში, როგორ შეიძლება მოხდეს არ ვიცი...

როგოც იცით წინა ორშაბათს (10.06.19) ერეკლემ #7 ოპერაცია (კათეტერის შეცვლის) ჩაიტარა.
ამ ოპერაციის მერე ერეკლე მართვით სუნთქვაზე 6 დღე იყო. ეს ექვსი დღე საკმაოდ რთული იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც. სამჯერ გადაუსხეს სისხლი და სულ ჩალურჯებული ჰქონდა სხეული.

შაბათს უკვე მხოლოდ ჟანგბადს აწოდებდნენ ცხვირიდან და ბავშვს ცოტა უკეთესობა შეეყტო. ნელნელა გამოვიდა წამლის ზემოქმედებიდან და გააქტიურდა, მაგრამ მოგეხსენებათ ხელები გასიებისა და სისხლჩაქცევების გამო შეხვეული ჰქონდა.

ორშაბათს დილით ბავშვის სანახავად რომ მივედი, რას ვხედავ... ბავშვის ახალი კათეტერი არსად ჩანს, მივუახლოვდი გადავხადე პლედი და თვალებს ვერ ვუჯერებ. ბავშვს კათეტერი აქვს ამოღებული.
აი მანდ მოხდა რაც მოხდა!..

მოკლედ თავს იმართლებენ რომ ერეკლე გააქტიურდა და საპირისპირო მხარეს ჩამოჩოჩდა, ეს კათეტერი კი არ იყო შეხორცებული და ამოიწია, შესაბამისად ახალი ოპერაციაა გასაკეთებელი.

ჯერ ერთი სად იყო პერსონალი ეს რომ საწოლში "დადიოდა", მეორე- კათეტერი არ იყო კარგად შეხვეული და ნამდვილად შეიძლებოდა მარტივად ამოვარდნილოყო.
ვეწვიეთ რეანიმაციის უფროს ექიმს და მოვთხოვეთ ზუსტად ისეთი კათეტერის ჩაყენება, როგორც ერეკლეს ედგა და ამის მერე ზუსტად ისე შეხვევა , როგორც წესია! ასევე ახალი ოპერაციის თანხის მათ თავზე აღება.

მაგრამ აქ არ დამთავრებულა ეს ყველაფერი. ორშაბათიდან მოყოლებული ეძებენ ისეთ კათეტერს როგორიც ედგა, 1 თავიანს და ვერ პოულობენ.
4 დღეა ვენურ კვებას ვერ უსხავენ, რადგან წვავს პერიფერიულ ვენებს. ყველგანაა დაჩხვლეტილი, გახდა და გაილია. პლასტირებისგან ყველგან იარები აქვს. ბავშვს აღარ გავს! წამოყვანაც ვცადეთ მაგრამ კათეტერის გარეშე რისკია მისი მგზავრობა. ისევ იძულებულები ვართ დავრჩეთ.

გუშინ იპოვეს კათეტერი და ხვალ დილით იგეგმება #8 ოპერაცია. მერვე ნარკოზი, ისევ ვენტილაცია, ისევ ინფექციის რისკი და მთელი 10 დღის შედეგის წყალში ჩაყრა.

რამდენიმე დღეა ადამიანებს აღარ ვგავართ. ამიტომ ვერ დავწერეთ მის შესახებ ვერაფერი.
ერეკლე ახალ კათეტერს ჩაიდგავს, ამ გაჭირვებასაც გადაიტანს და შეძლებს თუ არა ფრენას ეგრევე წამოვალთ თბილისში, და მერე მის ექიმთან.

ექიმებთან და მათ ცოდნაზე არ მაქვს პრეტენზია, მომსახურების ხარისხზე და ყურადღებაზე კი- ძალიან, ძალიან უკმაყოფილო ვარ!
ყოჩაღ სტამბულის აჯიბადემ ატაკენტის კლინიკის ექთნებს!

რომ არა ეს ყველაფერი ერეკლე უკვე სახლში იქნებოდა. სეფსისი დაძლია, 1 ანტიბიოტიკი მოიხსნა , 1 დღეა ჟანგბადი აღარ უნდა, ანალიზები თითქმის ნორმებშია, მაგრამ ოპერაცია ყველაფერს არევს და თავდაყირა დააყენებს.

აქ ყოფნა ალბათ 2 კვირა კიდევ მოგვიწევს, ამ ყველაფერთან ერთად ჩნდება ფინანსურ პრობლემაც რა თქმა უნდა, მთელი რესურსი აქ წამოსასვლელად გაიხარჯა...

როგორც იქნა გააქტიურდა ფასიანი ნომერი, პირადად ჩვენს სახელზე.
⚠️ მხოლოდ მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის⚠️
დარეკეთ :

0901701497

გვაქვს ასევე GoFundMe, PayPal და Facebook fundraiser იხ. ტექსტის ბოლოს

რეკვიზიტები:
მიმღები ყველგან - ჯიმშერ დანელია (მამა)
Jimsher Danelia

ნებისმიერი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ანგარიშზე თანხის შეტანა $/€/£/ლარი :
პირადი ნომრით
01008038232
დაბადების წელი/თვე/რიცხვი
1993.05.29

საქართველოს ბანკი: $/€/£/ლარი
#GE60BG0000000041739800
მიმღები- ჯიმშერ დანელია

თიბისი ბანკი: $/€/£/ლარი
#GE90TB7320645061100014
მიმღები - ჯიმშერ დანელია

რუსეთის მოქალაქეთათვის
карта сбербанка :
#4276380178475419
მიმღები - ქეთევან დანელია (ბებია)

ნებისმიერი ქვეყნიდან :

gofundme.com/helplittleEREKLE

PayPal:
nati1aptsiauri@gmail.com (დედა)

facebook.com/donate/698305113938665


Attachments: Image 1
Category: ბავშვები | Views: 619 | Added by: nikadzamiashvili | Tags: daxmareba, dakhmareba, sikete, დახმარება, davekhmarot, mkurnaloba, დავეხმაროთ, qvelmoqmedeba, სიკეთე, davexmarot, ქველმოქმედება, დაავადება, მკურნალობა, daavadeba, kvelmokmedeba | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: