1:14 AM
"ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა რძალმა მიმატოვა, შვილიშვილიც წაიყვანა" - 92 წლის მარტოხელა ქალს, საზოგადოების დახმარება სჭირდება
92 წლის ნინა თინიკაშვილი ყავარჯნის მეშვეობით გადაადგილდება. იგი ერთი წლის წინ ის ავარიაში მოყვა. „ეკლესიაში მივდიოდი და მანქანა დამეჯახა. მე ცუდად ვხედავ, ვერ შევამჩნიე მანქანა, თან ნელა დავდივარ. ძლიერი ტრავმა მივიღე, საავადმყოფოში ერთი წვივი მომკვეთეს, მეორე ფეხიც დაზიანებული იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ სიარულს ვერ შევძლებდი, მაგრამ უფლის წყალობით შევძელი, თუმცა ყავარჯნის მეშვეობით“,- ამბობს ხანდაზმული ქალი.

ნინა თინიკაშვილი სოციალურად დაუცველია. ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

- ქალბატონო ნინა, როგორ მოხდა ისე, რომ მარტოდ დარჩით?

ნინა თინიკაშვილი: სანამ ჩემი ვაჟი ცოცხალი იყო, ის თავის ცოლ-შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემმა რძალმა მიმატოვა, შვილიშვილიც წაიყვანა, არ მაქვს მათთან კონტაქტი....ძალიან მენატრება ჩემი შვილიშვილი...

-მეორე შვილი?

ნინა თინიკაშვილი: ალექსი ვლადიკავკაზში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. სამწუხაროდ, ჩემს სანახავად ვერ ჩამოდის. ვცდილობ არ ვიყო ნაწყენი, მაგრამ მაინც მწყდება გული. რას იზამ, მიხარია, რომ ალექსი კარგად არის. ახლახან ბიჭი შეეძინა. ნეტავ შემეძლოს შვილიშვილის ნახვა...“

- როგორ ირჩენთ თავს? ვინ გეხმარებათ?

ნინა თინიკაშვილი: პენსიას და სოციალურ დახმარებას ვიღებ. ჩერნოვეცკის ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის ბენეფიციარი ვარ“. ფონდი ექთანი ხშირად მაკითხავს, მბანს, საჭმელს მიმზადებს, წამლები მოაქვს.

- ქალბატონო ნინა, უფლის რწმენა გეხმარებათ?

ნინა თინიკაშვილი: „მთელი გულით ვლოცულობ ჩემს შვილებზე და შვილიშვილებზე. ზოგჯერ სიტყვებსაც კი არ ვამბობ, მხოლოდ გულით ვევედრები უფალს და ვგრძნობ მას ესმის ჩემი ლოცვა! არავის შეუძლია ლოცვის დროს მოიტყუოს...

მეგობრებო, გაუწოდეთ დახმარების ხელის მარტოხელა ხანდაზმულ ქალს! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინა თინიკაშვილი)


Attachments: Image 1
Category: მოხუცები | Views: 598 | Added by: nikadzamiashvili | Tags: დახმარება, mkurnaloba, დაავადება, kvelmokmedeba, qvelmoqmedeba, მკურნალობა, daavadeba, ქველმოქმედება, დავეხმაროთ, daxmareba, სიკეთე, sikete, davekhmarot, dakhmareba, davexmarot | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: