11:42 PM
"8 ქიმიის პროცედურა და ელენთის ამოკვეთა... მეტასტაზები თავის ტვინშიც წაუვიდა" - 21 წლის გიორგის ჩვენი დახმარება ესაჭიროება
21 წლის გიორგი კალიაევს (მეტსახელად კლარკს) ლეიკემია აქვს და დიდი ძალისხმევით უკვე რთული გზა გაიარა: ელენთის ამოკვეთა და 8 ქიმიის პროცედურა საქართველოში უკვე გადაიტანა და ახლა თურქეთში, სტამბოლში იმყოფება, რათა კლინიკა „Gayrettepe Florence Nightingale Hastanesi“-ში სასწრაფოდ გაკეთდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია.

ოპერაციის ხარჯები სრულად დაფარა თბილისის მერიამ. თუმცა, სამწუხაროდ, გიორგის მდგომარეობა ფრენის შემდეგ საკამაოდ დამძიმდა. როგორც ანალიზებიდან გამოჩნდა, მას მეტასტაზები თავის ტვინშიც წაუვიდა და დამატებით ქიმიასა და დასხივებებს საჭიროებს. მეგობრებმა მას დონორისა და წინა საოპერაციო პროცედურების ხარჯებისათვის უკვე მოუგროვეს თანხა, თუმცა ახლა მას 30 000 დოლარი 3 კვირიანი პროცედურებისთვის გაუთვლისწინებელ ხარჯად დააწვა და უახლოეს დღეებში უნდა ჩაირიცხოს. ამას დავამატოთ ის 10 000 დოლარი, რომელიც პოსტოპერაციული 3 თვიანი რეაბილიტაციის კურსისა და საცხოვრებელ ხარჯებს ესაჭიროება.

ოჯახმა და სამეგობრომ უკვე ყველა რესურსი ამოწურა, მიმართა არაერთ ფონდს, ცნობილ ადამიანებს თხოვდნენ ვიდეომიმართვების ჩაწერასა და ინტერნეტში განთავსებას, თავადაც გადაიღეს კლიპი კლარკის შესახებ და რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩაშიც კი ატარებდნენ საათებს მის გადასარჩენად. ახლა ისინი ხალხის იმედად არიან დარჩენილები. თუკი თანხას უახლოეს კვირაში ვერ შეაგროვებენ გიორგის სიცოცხლე დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

„გადამარჩინე_მეგობრის_გადარჩენით“ - ეს სლოგანი გამოიყენეს მათ გიორგის გადასარჩენ აქციებში და დღემდე განაგრძობენ ამ ადამიანისთვის ბრძოლას.

აქციებში ჩაერთვნენ უკვე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ათენში მყოფი ადამიანები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia –

GE44BG0000000607618300

თიბისი ბანკი /TBC Bank –

GE17TB7712145061100086

ლიბერთი ბანკი / Liberty Bank-

GE54LB0111142322316000

მიმღები – მაკა ვარინა / Recipient — Maka Varina

0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან — 1 ლარი / Call from any mobile operator 1.00 GEL


Attachments: Image 1
Category: მოზრდილები | Views: 787 | Added by: nikadzamiashvili | Tags: სიკეთე, daavadeba, daxmareba, დახმარება, davekhmarot, mkurnaloba, დაავადება, დავეხმაროთ, dakhmareba, kvelmokmedeba, sikete, qvelmoqmedeba, davexmarot, ქველმოქმედება, მკურნალობა | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: