11:30 PM
"შეყუჟულია ერთ პატარა ოთახში და ელოდება ვინმე კეთილ ადამიანს, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს"- ამზორ კიკვიძეს საზოგადოების დახმარება ეს
ანზორ კიკვაძე 68 წლის არის. რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ მას უჭირს გადაადგილება, ხოლო ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს. სახსრების ტკივილის გამო მოხუცს არ შეუძლია სადილის გაკეთება, რეცხვა, შეშის ჩეხვა, მაღაზიაში სიარული. მთელი დღე იგი შეყუჟულია ერთ პატარა ოთახში, თბება ელექტროღუმლის მეშვეობით და ელოდება ვინმე კეთილ ადამიანს, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს.

ანზორ კიკვაძე წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა, თუმცა ამასწინათ მას დახმარება შეუჩერეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ხანდაზმულ ადამიანს განუცხადეს, რომ მისმა ელექტროღუმელმა 40 ლარის დენი დაწვა და რახან გადაიხადე, ესე იგი ფული გაქვსო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით სოფელ ფარცხანაყანების გამგებელს ნიკა თევდორაძეს, რომელიც საქმის კურსში აღმოჩნდა. მან წუხილი გამოხატა მომხდარი ფაქტის გამო და დაგვპირდა, რომ შუამდგომლობით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლიანობის აღსადგენად.

ჩვენ კი ვესაუბრეთ ანზორ კიკვაძეს და ვთხოვეთ მოეყოლა მისი პრობლემების შესახებ:

– როგორ უძლებთ ასეთ რთულ პირობებს? ვინ გეხმარებათ?

ანზორ კიკვაძე: ღმერთის წყალობით ვუძლებ. მეზობლები მეხმარებიან. ღარიბი სოფელია, მაგრამ კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხან სახლს დამილაგებენ, ხან მაღაზიაში გამეგზავნებიან, ხანაც მჭადს და ლობიოს შემომიტანენ.

–რატომ მოხდა ისე, რომ მარტო დარჩით?

ანზორ კიკვაძე: მთელი ცხოვრება მუშა ვიყავი. წლების განმავლობაში ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან დრო არ მქონდა. ჯერ და–ძმა გარდამეცვალა, შემდეგ მშობლების მოვლაზე უნდა მეზრუნა, საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. არც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო და დავრჩი მარტო...

–ახლა რით ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი?

ანზორ კიკვაძე: პენსია არის ჩემი შემოსავალი. 40–50 ლარი დენის საფასურია, დანარჩენი 150 ლარი მიდის პურზე და წამლებზე...

–მარტო ყოფნა გიჭირთ ძალიან?

ანზორ კიკვაძე: სხვა რა გზაა. მივუჯდები ელექტროღუმელს და ვკითხულობ.

–რას კითხულობთ?

ანზორ კიკვაძე: „წმინდანთა ცხოვრებას“. შესანიშნავი წიგნია! ხანდახან რომ ვკითხულობ, ცრემლები მომდის...

– ეს იმედის ცრემლებია?

ანზორ კიკვაძე: დიახ, დიახ. სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ და მაქვს იმედი, რომ კეთილი ადამიანები გამომიწოდებენ დახმარების ხელს და ცოტა მაინც მოვითქვამ სულს... ისე კი ვოცნებობ, რომ ბედნიერი საქართველო ვიხილო, სადაც ხალხი არ იშიმშილებს და... ერთმანეთის სიყვარულში ვიქნებით!

მეგობრებო, დაეხმარეთ ანზორ კიკვაძეს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, მაცივარს, ტელევიზორს, თეთრეულს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება.

თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ანზორ კიკვაძე).


Attachments: Image 1
Category: ბავშვები | Views: 579 | Added by: nikadzamiashvili | Tags: kvelmokmedeba, daxmareba, davexmarot, დავეხმაროთ, mkurnaloba, davekhmarot, დახმარება, qvelmoqmedeba, დაავადება, მკურნალობა, ქველმოქმედება, sikete, daavadeba, dakhmareba, სიკეთე | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: