3:54 PM
"გადავარჩინოთ ახალგაზრდა ჭკვიანი სტუდენტი" - 18 წლის ალეკო გულაშვილის მძიმე განსაცდელი
კიდევ ერთი ახალგაზრდაა განსაცდელში და მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები თუ სრულიად უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ მის გარშემო. 18 წლის ალეკო გულაშვილს უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა.

ალეკოს დედა, ქალბატონი ციცი:
"ჩემს შვილს 18 წლის, ალეკო გულაშვილს აღმოაჩნდა უმძიმესი დაავადება აპლაზიური ანემია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას.კერძოდ, ძვლის ტვინის გადანერგვას, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა შეძლებისდაგვარად გამიწიოთ ფინანსური დახმარება და ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ გააზიაროთ..."

ალეკოს მამიდა, ლია გულაშვილი:
"ჩემი უდიდესი, გულწრფელი და უმორჩილესი თხოვნაა, დავეხმაროთ 18 წლის უჭკვიანეს ახალგაზრდას, მშობლების ერთადერთ უსაყვარლეს შვილს, ჩემს ძმისშვილს,
პირველი კურსის წარჩინებულ და კეთილშობილ, სწავლის და სიცოცხლის წყურვილით სავსე სრულიად ახალგაზრდა, საყვარელ ანგელოზს, ალეკო გულაშვილს ფინანსურად, როგორც შეგვიძლია, რითაც შეგვიძლია. გადავარჩინოთ სრულიად ახალგაზრდა ჭკვიანი სტუდენტი, ალეკო გულაშვილი. საქართველოს არ ყავს დასაკარგი ახალგაზრდობა, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ყველას, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას გააზიაროთ და რითაც და როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ, ღმერთი იყოს ლამაზი და ჭკვიანი ალეკოს და ქართველი ხალხის მფარველი... წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას, უფალი გადაგვირჩენს ალეკოს თქვენი გულწრფელი დახმარებით, რადგან ძალიან დიდი თანხაა საჭირო მკურნალობისა და ოპერაციისათვის. წინასწარ მადლობა ყველას, ყველას, გაიხარეთ ჩემო საყვარლებო!!!"

ანგარიშის ნომერია:
GE45TB7081245061100087 ალეკო გულაშვილი

GE25BG0000000100764639 თეთრუაშვილი ირმა


Category: მოზრდილები | Views: 598 | Added by: nikadzamiashvili | Tags: qvelmoqmedeba, mkurnaloba, სიკეთე, davexmarot, დაავადება, davekhmarot, daxmareba, ქველმოქმედება, sikete, dakhmareba, დახმარება, დავეხმაროთ, daavadeba, მკურნალობა, kvelmokmedeba | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: