0:19 AM
"სულ ტირის, მომკალითო გვეხვეწება, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებო" - საბათლოელ უსინათლო ბებოს ჩვენი დახმარება სჭირდება
აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბით არის ცნო­ბი­ლი, სო­ფელ სა­ბათ­ლოს მკვიდ­რი უსი­ნათ­ლო მო­ხუ­ცის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­საც და­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა:

"სას­წრა­ფოდ წა­ი­კი­თხეთ რა. ანა ბებო შიმ­ში­ლით და ავად­მყო­ფო­ბით მარ­თლა სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე დაგ­ხვდა მი­სუ­ლი. ამ­წამს ჩა­მო­ვე­დით სო­ფელ სა­ბათ­ლო­ში, ბოლო ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლია დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან. მო­ხუ­ცი არის უსი­ნათ­ლო, რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა აქვს თავ­ზე, კი ჩანს ფო­ტო­ზე, რა დღე­შია და ძლივს ახერ­ხებს გა­და­ად­გი­ლე­ბას ნა­ხევ­რად დაშ­ლილ სახ­ლში ასე­ვე ასა­კო­ვან შვილ­თან ერ­თად არის. სო­ცი­ა­ლუ­რი მოხ­სნი­ლი აქვთ ორი წე­ლია, სო­ფე­ლიც ღა­რი­ბია რა ქნან, აღარც ნი­სი­ას გვაძ­ლე­ვე­ნო მა­ღა­ზი­ა­ში და ორი­ვე დიდი ხნის მში­ე­რი დაგ­ხვდა სულ ტი­რის, მომ­კა­ლი­თო გვეხ­ვე­წე­ბა, ამ ტან­ჯვას ვე­ღარ ვუძ­ლე­ბო, ცუ­დად გავ­ხდი მარ­თლა... ხში­რად ეს ერთი ნა­თუ­რაც არ უნ­თი­ათ, ვერ იხ­დი­ან თუ ვინ­მე მად­ლი­ა­ნი არ ჩა­ურ­თავს ხოლ­მე ძა­ლი­ან სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა ბე­ბოს საჭ­მე­ლი, ექი­მი, წამ­ლე­ბი, შეშა, ტან­საც­მე­ლი, დე­ნის გა­დახ­და და მკურ­ნა­ლო­ბა. იქ­ნებ ოთა­ხიც მო­ვუ­წეს­რი­გოთ ცოტა, მარ­თლა ჯო­ჯო­ხეთს გავს ყვე­ლა დღე აქ. აქ დავ­რჩე­ბით, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს არ გა­ვუ­კე­თებთ, რა­საც შევ­ძლებთ, ჩვენც გვაქვს ცოტა ფული და მოგ­ვეხ­მა­რეთ რა, ესე რო­გორ ვუ­ყუ­როთ, რო­გორ ებ­რძვის სიკ­ვდილს ადა­მი­ა­ნი აბა ჩვენ ვი­ცით. ფული შე­გიძ­ლი­ათ ჩა­რი­ცხოთ ან­გა­რიშ­ზე".

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GE35BG0000000144817300 აკა­კი სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი ბან­კი GE90TB7603845061100016 აკა­კი სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი ფე­ი­ში მო­ძებ­ნეთ "ქველ­მოქ­მე­დე­ბა" და შემ­დეგ პირ­ვე­ლი­ვეა "ჩვენ თვი­თონ მივ­ხე­დოთ ერ­თმა­ნეთს"

უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­მოგ­ზავ­ნოთ გზავ­ნი­ლით Akaki Sinjikashvili.


Attachments: Image 1
Category: მოხუცები | Views: 674 | Added by: nikadzamiashvili | Tags: შეშა, kvelmokmedeba, sikete, bebo, qvelmoqmedeba, წამ­ლე­ბი, adamiani, davekhmarot, ბებია, მკურნალობა, სიკეთე, tansacmeli, mkurnaloba, bebia, ადამიანი, dakhmareba, დავეხმაროთ, ქველმოქმედება, საჭ­მე­ლი, ექი­მი, davexmarot, ტან­საც­მე­ლი, დახმარება, daxmareba, ბებო | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: