11:26 PM
14 წლის ნინო გოგოხიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
14 წლის ნინო გო­გო­ხი­ას, რო­მელ­საც ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გო­გო­ნას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო, რო­გორც არას­დროს და არა­ვის, ისე სჭირ­დე­ბა ნინო გო­გო­ხი­ას ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, მას ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლას, ისე­ვე ნი­ნოს დას­ჭირ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით დე­დამ გა­და­იყ­ვა­ნა საფ­რან­გეთ­ში და მკურ­ნა­ლო­ბაც და­ი­წყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად გან­ვი­თარ­და და ნა­ნას უთხრეს, რომ მის შვილს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის სი­ცო­ცხლე დარ­ჩა, ამი­ტომ ის სახ­ლში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ. დე­დამ ექი­მებს საც­დე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ამა­ზეც უარი უთხრეს. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ ნა­ნამ სხვა გზე­ბის გა­მო­ძებ­ნა და­ი­წყო, გა­აგ­ზავ­ნა ამე­რი­კა­ში ანა­ლი­ზე­ბი და მი­ი­ღო თან­ხმო­ბა ბავ­შვის ამე­რი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ეხლა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან და ეს პრობ­ლე­მა ფუ­ლია. უნდა შეგ­როვ­დეს 10 000 $ ოჯახ­მა გა­ყი­და მი­წის ნაკ­ვე­თი და 5000 დო­ლა­რი აქვთ. ასე რომ 5000 უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ. გთხოვთ ყვე­ლას და­ვეხ­მა­როთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ნინო, მას ძა­ლი­ან უნდა სი­ცო­ცხლე" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ "თი­ბი­სი ბან­კის" ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე: GE76TB7008445061100065; მიმ­ღე­ბი ემირ გო­გო­ხია.


Attachments: Image 1
Category: ბავშვები | Views: 609 | Added by: nikadzamiashvili | Tags: ბავშვი, qvelmoqmedeba, mkurnaloba, დავეხმაროთ, ქველმოქმედება, davekhmarot, kvelmokmedeba, მკურნალობა, დახმარება, dakhmareba, ბავშვები, sikete, სიკეთე, daxmareba, ადამიანი, davexmarot, adamiani | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: