ხსენება ახალი სტილით 6 თებერვალი…
ნეტარი ქსენია (გრიგოლის ასული პეტროვა) XIX საუკუნეში სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში ცხოვრობდა. მისი წარმოშობის შესახებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მეუღლე, ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვი, მეფის კარის მომღერალი 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა.
იღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. წმიდა ექვთიმე კერესელიძე სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ – თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა...
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ....
წმიდა მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი ახალი - ყანჩაველი (ერობაში - იესე) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იყო წმინდანი, როცა ბიძამ განდეგილობაში მოღვაწე ბერდიაკონმა სტეფანემ, ღვთის ჩაგონებით, თავისთან წაიყვანა...
წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერია. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ.
ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსხვავებით გამორჩეულია წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი, რომელიც მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში კი ურბნისის ეპისკოპოსი გახდა....