საეკლესიო სასჯელები - უპატიობა – უუფლებობა







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-01-18, 6:59 PM
„უპატიობა – უუფლებობა, პატივის აყრა. ამ სასჯელს ბერძნულ–რომაულ
სასამართლოში ფრიად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან მისი შედეგი და–
მნაშავეს მოქალაქეობრივი უფლებების დაკარგვას უქადდა.“42 „ეს სწორედ რომ არის
სამოქალაქო სასჯელი, რომელიც რომაულ სამართალში იმ „სამოქალაქო უფლებების
(ან ჩამორთმევის) შეზღუდვის“ ნუსხაში შედიოდა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე,
გარკვეული დანაშაულისათვის, კარგავდა ყველა სამოქალაქო უფლებას ან მის
ნაწილს,* და საზოგადოებისათვის ხდებოდა „უპატივო“, რის გამოც თვით სასჯელს
ეწოდება „უპატივობა“. ეს სასჯელი საეკლესიო სისხლის სამართლის კანონმდე–
ბლობამაც მიიღო და საეკლესიო სამართალში კიდევ მეტი მნიშვნელობა ჰპოვა, ვი–
დრე მას რომაულ სამართალში ჰქონდა, – ეკლესიის წმინდა ხასიათიდან გამომდი–
ნარე, რომლის ყოველი წევრიც თავისუფალი უნდა იყოს ყველაფერ იმისგან, რასაც
შეუძლია დააკნინოს მისი ღირსება და შეურაცხყოს საზოგადოებაში მისი კეთილი
სახელი. როგორც სასჯელი, საეკლესიო სამართლის თანახმად, ის მოიცავს სრულ ან
ნაწილობრივ ჩამორთმევას საეკლესიო პრივილეგიებისა და უფლებებისა, და ეკლესიის მიერ იგი იმ პირის მიმართ გამოიტანება, რომელმაც თავისი არაქრი–
სტიანული ყოფაქცევით აჩვენა, რომ არ არის ღისრი ამ უფლებების და პრივილე–
გიების“.43 „ეს სასჯელი საღვთო სამართალს ეფუძნება, რომელიც კრძალავს ნები–
სმიერი სამსახურის მინდობას ბიწიერი ადამიანებისათვის.44 კართაგენის 129–ე
კანონი განაწესებს ასეთ პირებზე დაკვირვებას: ხომ არ ადევს მათ უპატიობის
სასჯელი. იგივეა ნახსენები სხვა კანონებშიც.45 უპატიოდ პიროვნება შეიძლება
შეირაცხოს უშუალოდ, რაიმე უპატიოსნო, უკეთური საქციელის ჩადენისათვის,
რომელიც არ მოითხოვს ფორმალურ სასამართლო გამოკვლევას, ან – შუალობით,
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად.

Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: საეკლესიო სასჯელები, upatioba, საეკლესიო სამართალი, უუფლებობა, martlmadidebloba, კართაგენი, uufleboba, saeklesio sasjelebi, უპატიობა, სასამართლო
Views: 2312 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: