წმ. თეოდორე ტირონის პარაკლისი

2015-03-22, 10:20 PM


ფსალმუნი 142-ე. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი
ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ სასჯელსა
მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ
დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა
შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის
შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ
საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი,
და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო,
რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ,
რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ;
მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ
მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო
ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე
ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი (ხმა 8): დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა
ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ
ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა
მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი
,,დიდება“ – იგივე.
,,აწ და“ – ყოველივე საიდუმლო შენი, ღვთისმშობელო ზეშთა ბუნებისა არს და ზეშთა
დიდებისა სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული და იცნობე უტყუელად,
რამეთუ ღმერთი შევ უცვალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.

50 – ე ფსალმუნი. (50 – ე ფსალმუნის კითხვის დროს აღესრულება კმევა: კოლიო, სამღვდელოება
უპირატესის მიხედვით)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა
მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა
ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და
ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ,
რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა
უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა
ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-
მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული
წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ
განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე
სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე
უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო,
ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი
ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება,
მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული
შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ
შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, სძლის–პირი
ძლისპირი: ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი
ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ. (არ იკითხება).
უწყი ტრფიალება შენი ღმერთისა მიმართ, და სიყვარულითა სენითა უსაზღვროითა
შეპყრობილ – ვარ, სულითა და ხორცითა, და სიტყვათა შევსწირავ შენდა.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დაწერა ბრძანება შეგინებული, რათა მსახურებდენ კერპთა, და არა ღმერთსა ცხოველსა,
არამედ შენ ღმრთისა შეიწირე, და არა ეგე კერპთა ღვაწლითა – შემოსილო.
,,დიდება“ სიყვარულითა სარღმთოთა აღეტყინე, და ძესა ღმრთისასა მხოლოდ შობილსა
მხედარ – ექმნე, თეოდორე ნეტარო მოწამეო, და გვირგვინსა მარტვილთასა მიემთხვიე.
,,აწ და“ კრებული ანგელოზთა და კაცთა დედაო, უქორწინებელო, გიგალობენ შენ, რამეთუ
დაბადებელი მათი ღმერთი, ვიტარცა ყრმა უშევ დაბადებულთა.

გალობა 3, სძლის-პირი
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ
ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო
კაცთმოყუარეო. (არ იკითხება).
შესხმასა ბაგეთა მიერ, და ვედრებასა ტკივნეულით სულით მიგიძღვანებ, რომლისათვის
წყალობა ჰყავ ღვაწლით – შემოსილო.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გონებასა თვით – მპყრობელსა, დაამონენ ხორცნი დიდებულო მოწამეო, და ორ – კერძოვე
საკვუთარ – ექმენ ღმერთსა.
,,დიდება“: წარსდეგ წინაშე საყდართა, წამებისათა და ქრისტე ღმერთი ღვთისმეტყველე
დაგება კერპთა ბილწთა შეგინებულ ჰყავ თეოდორე.
,,აწ და“: ჩვენ ყოველნი მოგიგებთ, შესავედრებელად ქალწულო ზღუდე მექმენ,
ქრისტეანეთა მორწმუნეთა სძალო ღვთისაო.

გალობა 4, სძლის-პირი
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და
აღვიარე მე ღვთაება შენი. (არ იკითხება).
საიდუმლოთა საღმრთოთა, გულისხმის – ყოფით გემო იხილე თეოდორე, და ურცხვენელად
აღიარე, ძე ღმრთისა შობილი ქალწულისაგან.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვნებათა დამონებულნი, ვნებულად ჰგონებდეს ღვთაებისა ძალსა, რომელთა ამხილე
თეოდორე, სულითა წმიდითა განათლებულმან.
,,დიდება“ მოწყალე ჰყავ ჩვენთვის მხსნელი, მგალობელთა შენთა თეოდორე გევედრებით,
და მრავალ – ფერთა განსაცდელთა, და ვნებათაგან ჰხსნაი გვითხოვე მხნეო.
,,აწ და“ დაუთესველო ყანაო, რომელმან ხუვილი ცხოვრებისა აღმოაცენე, რომელი მოსცემს
სოფელსა ცხოვრებასა ღვთისმშობელო გვაცხოვნენ მგალობელნი შენნი.

გალობა 5, სძლის-პირი
ძლისპირი: განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობა
შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო. (არ იკითხება).
თანა-მოღვაწეთა შენთა, ეტყოდი მოწამეო, შიყვარეთ უფალი, რომელმან უფროს შეგიყვარნა
თქუენ.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ცეცხლებრ ეგზებოდი, შურითა ღვაწლით – შემოსილო, და ტაძრისა თანა დასწვი, თეოდორე
დედაი ღმერთთა მტყუართა.
,,დიდება“ ძალითა უძლეველითა, თეოდორე ღვაწლით – შემოსილო, ბარბაროსთა და
ვნებათა, ჩვენთა სიბოროტე დააყუდე.
,,აწ და“ შემდგომად შობისა ქაალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად-სანატრელო, ვითარცა
ღვთისმშობელ ხარ გადიდებთ.

გალობა 6, სძლის-პირი
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე
ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. (არ იკითხება).
უძლური და მედგარი, სიბორგილე პირველთა ამაოთა, შეწევნასა კაცთასა, ყურის-
საძიებელად, ეძიებდა ვინათგან, მოწამეთაგან, იძლია სიჩუკნე მათი. – 2 გზის.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
,,დიდება“ განგაძლიერა ღმერთმან, გვირგვინო მარტვილთაო თეოდორე, და უღმრთოთა
ტანჯვანი ისარ – ჩვილთა შეჰრაცხენ, საუკუნეთა მათთვის, მოსაგებელთა რომელთა
წინასწარ განიცდიდი.
,,აწ და“ განავერენით საცთურსა, ცოდვათა ჩვენთასა, ვედრებითა შენითა, ღვთისმშობელო
ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან, უზესთაეს ბუნებათა ღმრთისა
დაუსაბამო.

- უფალო შეგვიწყალენ – 3გზის.
- ,,დიდება“ ,,აწდა“ – კონდაკი: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი,
მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი
დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა
შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო. (ხმა 8).

გალობა 7, სძლის-პირი
ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა
შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ – ხარ შენ, უფალო, ღმერთო
მამათა ჩუენთაო! (არ იკითხება).
ტანჯვა ხორცთა თავს-იდევ, მისთვის რომელი იგვემა ჩვენთვის ხორცითა, სიტყვა
დაუსაბამო, ღვაწლით შემოსილო თეოდორე, და უღაღადებდი მამათა ჩვენთა ღმერთო
კურთხეულ ხარ მარადის.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა მხსნელი ჩვენი, ნებსით დაიდვა საფლავსა და დაიბეჭდა, ეგრეთვე შენ წმიდაო,
საპყრობილესა დაბეჭდულსა დაემკვიდრე და ხმა – ჰყავ, მამათა ჩვენთა ღმერთო
კურთხეულ-ხარ მარადის.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მოაკუდინენ ვნებანი ხორცთანი, სიკუდილითა შენითა ნებსით თვისით, არათუ
საზრდელითა, არამედ სურვილითა საღმრთოითა იზრდებოდი და ჰხმობდი, მამათა ჩვენთა
ღმერთო კურთხეულ – ხარ მარადის.
,,დიდება“ საპყრობილესა შინა, ვითარცა სახმილსა სამთა ყრმათასა ოდესმე, გამოგიჩნდა
შენ ერთი წმიდისა სამებისა, და განგაძლიერა შენ და ჰმადლობდა მამათა ჩვენთა ღმერთო
კურთხეულ – ხარ მარადის.
,,აწ და“ ინებე რა ცხოვრება ჩვენი მხსნელო, დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა, და საშოდ
სოფლისად გამოაჩინე იგი, ამისთვის გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ – ხარ შენ
უფალო ღმერთო მამამთა ჩვენთაო,

გალობა 8, სძლის-პირი
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა
უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე. (არ იკითხება).
დანერგულნი სულითა, მთავარი იგი უსჯულოთა მათ, უღრთოებით გეტყოდა შენ
ღვთისმსახურსა მკსინვარედ, რაისა ამაოებით დაგიძს შენ სასოება კაცისა მიმართ,
მძვინვარედ მოკლულისა, ჰოი უგუნურო, ხოლო შენ ღაღადებ: ყრმანი და მღუდელნი
უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა ჭაბუკმან გონიერმან, და ეზოს – მოძღვარმან მადლისამან, ღმრთისა მიერ შენდა
მონიჭებულითა სიბრძნითა, ღაღად – ჰყავ ჰოი თეოდორე, რომელი იგი უფლებით
გზრახვიდა, და არქუ: ესე სირცხვილი მეყავნ მე, და ყოველთავე რომელმნი ღაღადებენ:
ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელნი ღაღადებენ, ყრმანი და მღვდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით
მას უკუნისამდე.
,,დიდება“: სიმხნით იღვაწე წმიდაო, და მრისხანებით ამხილე მძლავრსა, რასა
განცოფებულ – ხარ და მეტყვი დაბადებულთა, ღვთისა – წილმსახურებად რომლითა ეგე
დამბადებელი დაგიტევებიესთ და დაბნელებულ – ხართ, ხოლო მე უღაღადებ: ყრმანი და
მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
,,აწ და“: ხორციელად გამოსახვითა, და პირად-პირადითა იგავითა, ღვთის – მეტყველებითა
და მოსწავებითა, წინასწარ-მეტყველებდეს, შობისა შენისა – თვის ღვთის – მეტყველნი
ზესთა ბუნებისა და საკვირველებისა, ამისთვის სიხარულით გიგალობთ ღმრთისა დედაო,
და ძესა შენსა აღვამაღლებთ უკუნისამდე.

გალობა 9, სძლის-პირი
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ
დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ. (არ იკითხება).
ნივთი წამებისა შენისა არს სიყვარული ღვთისა, ვინაცა ნივთ-გექმნა შენ ცეცხლი
ნივთიერთა ხორცთა თეოდორე, და ესრეთ მოხარული მიხვედ ცეცხლსა ღვთაებისასა, ჰოი
ღვაწლით შემოსილო მსახურო ქრისტეს ღვთისაო.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ყოვლად – საგალობელო მოწამეო დასწვი საცთური, ხოლო შენ შეუწველ, და ცხოველი
წარჰდეგ წინაშე ქრისტესა, და მის – მიერ იშვებ ვითარცა მოწამე ბრწყინვალე, ღვაწლით -
შემოსილო თეოდორე მსახურო უფლისაო.
,,დიდება“: აცხოვნე ქრისტე ერი შენი რომელი აღგიარებს შენ, ერთსა წმიდისა სამებისასა
ორითა ბუნებითა სრულითა, რომელი მოიგე საღმრთოითა სისხლითა შენითა, ღვაწლით -
შემოსილისა თეოდორეს მეოხებითა
,,აწ და“: შენ რომელმან წიაღთა იტვირთე ღმერთი შეუხებელი, რომლისაცა ცათა შინა
უგალობენ ყოველნი ძალნი, შენ – მიერ მომნიჭებელი ჩვენდა ცხოვრებისა, ღვთისა დედაო
გადიდებთ.

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს
ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა
დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა
ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ
უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ
ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ7
დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ
ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ტროპარი (ხმა 8): დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა
ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა რამეთუ
ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა
მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

,,დიდება“ კონდაკი (ხმა 8): სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი,
მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ,
და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან
მაღლით გარდამო.

,,აწ და“: ვითარცა შუამდგომელად ყოველთა, და შემწედ მტკიცედ ცოდვილთა, მოგიგებთ
ყოვლად უბიწოო, შენითა მაგით მხურვალით აშეწევნითა ქალწულო, დედაო მარიამ
ქრისტიანეთა ცხოვრებაო, ნუ დაჰსცხრები ჩვენ-თვის ვედრებად მაცხოვრეისა, რათა
მოგვანიჭოს ცოდვათა მოტევება.

- მღვდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- გუნდი : უფალო შეგვიწყალენ.

კურთხევა წანდილისა.

ყოვლისავე სრულ – მყოფელო სიტყვითა შენითა უფალო, რომელმან
უბრძანე ქვეყანასა ნაყოფისა აღმოცენება, მოღებად და განსასვენებელად
ჩვენდა, რამეთუ თესლითა მით რომლისა ჰსჭამდენ სამნი ყრმანი არა
შეიგინნეს ტაბლისა მისგან არა – წმიდისა, და ამისთვისცა იხსნენ
სახმილისა მისგან ცეცხლისა. ეგრეთვე ყოვლად-სახიერო მეუფეო თესლი
ესე, შენისა თვითოეულისა თესლისა ნაყოფი აკურთხე, და რომელთა
მიიღონ ამისგან წმიდა – ჰყავ სადიდებელად შენდა, და პატივად დიდისა
მოწამისა შენისა თეოდორე ტირონისა, და რომელთა მოიღეს ესე
მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა მიცვალებულთათვის,
მიჰმადლე მათ განსვენებაი, და რომელმან შეჰმზადა ესე (სახელი)
სახსენებელად წმიდისა ამის სრულ – ჰყავ და მიეც ყოველი საცხოვრებელი
თხოვაი მისი. და საუკუნოსა კეთილსა ღირს – ჰყავ, მეოხებითა ყოვლად -
უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის
ქალწულისა მარიამისათა, წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა
თეოდორე ტირონისათა, რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ დღეს, და
ყოველთა წმიდათა შენთათა ამინ.
რამეთუ შენ ხარ რომელი აკურთხევ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩვენო,
და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოო მამით, და მხოლოდ -
შობილით ძით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს – მყოფელით
სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

მასალის წყარო - Eklesiaste.Ge

... ... ...



გადმოწერა

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: წმ. თეოდორე ტირონი, eklesiaste, tsminda teodore tironi, martlmadidebloba, wminda teodore tironi, paraklisi, cminda teodore tironi, Agios Theodoros Tiron Views: 3195 | Downloads: 994 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: