ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი “სამი სიხარული”

2014-05-22, 5:21 PM


26 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის “სამი სიხარული”-ს ხსენების დღეა.

XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან “წმიდა ოჯახის” ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა და მას “სამი სიხარული” უწოდეს.

ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა.

ერთხელ, ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ უდანაშაულო ადამიანები ამ უბედურებისაგან ეხსნა. ერთხელ მას სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა მოეძებნა ხატი “სამი სიხარული” და მის წინაშე ელოცა. ქალი დიდხანს ეძებდა და ბოლოს პოკროვკაზე, ეკლესიაში მიაგნო მას, სულ მალე მან შეიტყო სასიხარულო ამბავი, მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამულიც დაუბრუნდა.
დღევანდელამდე ხატი სასწაულებს აღასრულებს. სანამდის ხატის დაუჯდომელი დაიწერებოდა ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომელის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან, ამ მსჯელობისას მოულოდნელად “სამი სიხარულის” წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება, მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა, ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ხატწერა | Added by: InterestingSite | Tags: sami sikharuli, ღვთისმშობელი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი, sami sixaruli, სამი სიხარული, ხატწერა, ghvtismshobeli, gvtismshobeli, ხატები Views: 3853 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: