ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი, საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის

2013-12-21, 1:06 PM


ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.
სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ლოცვანი | Added by: InterestingSite | Tags: locvani, ლოცვა, ლოცვები, molitvi. martlmadidebloba, locvebi, locva, ლოცვანი Views: 3080 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: