'7 აპრილი - ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. ტროპარი და კონდაკი

2017-04-07, 0:02 AM


ტროპარი

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კონდაკი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ლოცვანი | Added by: nikolozqartveli | Tags: ghmrtismshobeli, khareba, ღვთისმშობელი, martlmadidebloba, ღმრთისმშობელი, ghvtismshobeli, gvtismshobeli, gmrtismshobeli, xareba, ხარება Views: 4677 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: