Entries in category: 172
Shown entries: 91-100
Pages: « 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 17 18 »

Sort by: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views

ხალხში ძალიან დიდი სიბრძნე, სითბო და სიყვარულია, რომელსაც დანახვა სჭირდება



"კოლხეთის ღვთისმშობელი" ფოთში ჩამობრძანდება
გვესაუბრება ფოთისა და ხობისა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2599 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-15 | კომენტარი (0)

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად



მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას 2002 წლიდან უძღვება. ეპისკოპოსად მისი კურთხევის შემდეგ ამ მთიან რეგიონში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, ბევრიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია... სახელი სტეფანე მეუფეს ერისკაცობიდან მოსდევს. სასულიერო გზის არჩევის შემდეგ მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილმა) სულიერი შვილი პირველმოწამე სტეფანეს სახელით აღკვეცა.
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2220 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-15 | კომენტარი (0)

ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - მიტროპოლიტ ნექტარიოსის მოწყალება



ერთხელ სემინარიაში მეუფესთან ერთი გაჭირვებული ადამიანი მივიდა და უთხრა: 25 დრაქმა მმართებს და ვალის გადახდის ვადა იწურებაო.
- კოსტას, - დაუძახა მეუფემ სემინარიის მოლარეს, - ფული გვჭირდება.
კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან მათ მხოლოდ 25 დრაქმა ჰქონდათ, თვე კი მხოლოდ ახალი დაწყებული იყო. თუკი მთელ თანხას მისცემდნენ, სემინარია სრულიად უფულოდ რჩებოდა . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2357 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-11 | კომენტარი (0)

ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - ღირსი პახუმი და ანგელოზი



ღირსი პახუმის ასკეტური მოღვაწეობის ამბავი ქარზე უსწრაფესად გავრცელდა და მრავალმა ბერმა დაიწყო მასთან სვლა. მათ მის მორჩილებაში ყოფნა და მოღვაწეობა, მის მიერ დაარსებულ მონასტერში მისივე ბრძნული ხელმძღვანელობით ცხოვრება სურდათ . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 1837 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-11 | კომენტარი (0)

ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - შეპყრობილის ხსნა



1916 წელს წმიდა მთავარანგელოზებმა ათონის მთის წმიდა დიონისიუს კინოტის საძმო უბედური შემთხვევისგან იხსნეს. ეს საყოველთაო ღამისთევის ჟამს, ზეციურ ძალთა დღესასწაულზე მოხდა. მონასტერში იყო ერთი შეპყრობილი, რომელიც ყველას თანდასწრებით ბერების შეცოდებებს ყვიროდა, უწესრიგობას მართავდა და სალანძღავ სიმღერებს მღეროდა. იმ ღამეს მასში მყოფი ეშმაკი ისე ძლიერ აწვალებდა საბრალოს, რომ "რომელი ქერუბიმთა" - ს გალობის დროს მიწიდან ზევით ასწია და ჰაერში გადაატრიალა . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2180 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-10 | კომენტარი (0)

ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - მხსნელი ანგელოზი



წმიდა ანგელოზის განსაკუთრებული მფარველობის ღირსი გახდა ბერი გერასიმე მენაგი (1957). ეს მოხდა მაშინ, როცა ის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრეობდა . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2209 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-09 | კომენტარი (0)

ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - ანგელოზური სტუმართმოყვარეობა



ათონის მთის კონსტამონიტის მონასტრის იღუმენის, ბერი ფილარეტის ცხოვრების დევიზი იყო გამონათქვამი - "სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (ებრ. 13, 2). ერთხელ მას სურდა, დამწუხრებული ბერი ენუგეშებინა და თავისი ცხოვრებისეული ამბავი მოუთხრო, რომელიც მონასტრის სასტუმროში მორჩილების დროს შეემთხვა . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2467 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-09 | კომენტარი (0)

წმიდა მოწამე აბო თბილელი / abo tbileli



მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს . . .

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნახვები: 7031 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-08 | კომენტარი (1)

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო / tsminda nino



კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ . . .

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნახვები: 10123 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-05-08 | კომენტარი (0)

აღდგომა ქრისტესი



ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. აღდგომა ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად. . . .
კატეგორია: საკითხავი თემები | ნახვები: 2080 | ავტორი: InterestingSite | თარიღი: 2014-04-20 | კომენტარი (0)