გორგასლობა რუსთავში

2014-01-14, 10:11 AM


13 დეკემბერს წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა კეთილმსახურ ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინდა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სამღვდელობასთან ერთად. წირვაში მონაწილეობას იღებდნენ საპატიო სტუმრები, მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), და გარდაბნის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ასევე მცხეთა - თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურნი, დეკანოზი იოსებ გოგოლადზე, და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. დღესასწაულს დაესწრნენ ქალაქ რუსთავის საერო ხელისუფლების წარმომადგენლები. წირვის შემდეგ საეპარქიო რეზიდენციაში გაიმართა საზეიმო ტრაპეზი.

მასალის წყარო - რუსთავის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა - გზა ჭეშმარიტებისა "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრისასა"





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: gza cheshmaritebisa, gorgasloba rustavshi, vaxtang gorgasali, გორგასლობა რუსთავში, rustavis mitropoliti ioane, rustavis eparqia, vakhtang gorgasali Views: 2011 | Downloads: 0 | Rating: 2.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: