პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ქრისტეს ეკლის გვირგვინი და წმინდა რელიქვიები გადარჩა

2019-04-20, 3:36 PM


The Notre Dame De Paris Cathedral / პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომუშავე მეხანძრეთა მეთაური აცხადებს, რომ ამ წუთებში ტაძარში არსებული რელიქვიების გადარჩენაზე მუშაობენ. მისი განცხადებით, ყველაზე ძვირფასი არტეფაქტები უკვე გატანილია შენობიდან, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

შეგახსენებთ, რომ ეს უწმინდესი რელიქვია საფრანგეთში ჯვაროსნული ომების შემდეგ მოხვდა.

იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი მთავარი რელიქვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა. დიდი ალბათობით გადარჩება ტაძრის ორივე კოშკი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ხანძრის გაჩენა "პოტენციურად სარემონტო სამუშაოებს" უკავშირდება.

პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა "ტვიტერზე" ისტორიული ძეგლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. მან ასევე ადგილობრივებს მოუწოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikadzamiashvili | Tags: ქრისტე, იესო ქრისტე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იესო, ღვთისმშობელი, iesogvirgvini, საფრანგეთი, ტაძარი, Notre Dame de Paris, France, უფალი, გვირგვიანი, evakuacia, safrangeti, მეხანძრე, ევაკუაცია, Cathedral, ieso qriste, mekhandzre, parizis ghvtismshoblis tadzari, ufali, ghvtismshobeli, qriste Views: 3730 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: