ამინ - საეკლესიო ტერმინთა განმარტება / amin - saeklesio terminta ganmarteba

2017-03-17, 9:04 AM


ამინ ებრაული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არსებითი სახელი საღმრთო წერილში ხშირად იხმარება როგორც ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს ხოლმე: ასეა, ჭეშმარიტად ასეა, იყოს ასე;

ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად, მეორე სჯულის წიგნში (27, 15-21) და ნათარგმნია როგორც იყავნ (ასე იყოს).

მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაშიც ეს სიტყვა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იხმარება. მსგავსად ალილუიასი, სიტყვა ამინიც თითქმის ყველა ეროვნების ქრისტიანებმა თარგმანის გარეშე დაიტოვეს და წარმოითქმება ებრაულ ენაზე.

ამინ არის დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვა. წარმოთქვამენ ლოცვის, საგალობლის, ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს.

მასალის წყარო — Ambioni.Ge



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: cheshmariteba, cheshmariti, amin, martlmadidebloba, cheshmaritad, ჭეშმარიტი, მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტება, ამინ, ჭეშმარიტად Views: 3048 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: