ორი საინტერესო ისტორია ივერიის ღვთისმშობლის ხატზე

2015-02-27, 1:06 AM


ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია, სასწაულებით განდიდებული. დაბრძანებულია ბოდბის დედათა სავანეში, იქ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მსახურობდა. რამდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვეტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი "ჩეკისტი" იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე — სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

მასალის წყარო – Karibche.Ambebi.Ge



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: atoni, ღვთისმშობელი, ბოდბე, bodbe, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონი, iveriis ghvtismshoblis khati, ghvtismshobeli, gvtismshobeli Views: 3099 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: