ბიბლიური სწავლება თუ რას წარმოადგენს მამაკაცისა და დედაკაცის ცოლ-ქმრული კავშირი, და რას წარმოადგენს ჰომოსექსუალური კავშირი







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-03-26, 12:38 PM
"ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები. მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა." (იგავები 24:24,25) ცოლ-ქმორბის შესახებ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა..." (დაბადება 1:27,28) "ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ" (დაბადება 2:22-25) "კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით." (იგავები 5:18,19) "იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? 5. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, 6. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი [მამაკაცი და დედაკაცი] ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს(მათე 19:4-6) "შესაქმის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც [კაცი და ქალი] ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი." (მარკოზი 10:6-9) "სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო." (I კორინთელთა 7:2-5) "კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის" (I კორინთელთა 11:9) "ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს არის სათნო უფალის წინაშე." (კოლასელთა 3:17-20) "პატიოსან არს ქორწილი [ცოლ-ქმრობა] ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ" (ებრაელთა 13:4) ჰომოსექსუალიზმის შესახებ: "და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად" (დაბადება 18:20) "არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა. არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი."(ლევიტელთა 18:22-30) "ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი" (ლევიტელთა 20:13) "ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის. (II რჯული 22:5) "რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ."(რომაელთა 1:20-32) "ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ." (I კორინთელთა 6:9,10) "სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ, არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში. არავინ გაცდუნოთ ფუჭი [ცუდითა] სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ, ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა [საძაგელ არს სიტყუადცა]. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არ მოიქცეთ როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი." (ეფესელთა 5:3-15) "რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას"(I ტიმოთესადმი 1:9,10) "მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან." (II ტიმოთე 4:3,4) (მარკოზი 10:6-9)
Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: mamakaci, meughle, religia, dedakaci, coli, markozi, colqmroba. col-qmroba, qmari, homoseqsualizmi
Views: 2419 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: