ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი / bichvintis ghvtismshoblis sakhelobis tadzari

2014-03-24, 9:44 AM


ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი გამორჩეული და თვალსაჩინო ძეგლი ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აფხაზეთში, დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აქ IV საუკუნის I მეოთხედისათვის უკვე არსებობდა საეპისკოპოსო, რომლის მწყემსთავარი სტრატოფილე ესწრებოდა I მსოფლიო საეკლესიო კრებას ნიკეაში 325 წელს. ბიჭვინთაში ჯერ კიდევ IV საუკუნეში არსებულა ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც მდიდრულად ყოფილა მორთული. ამას ამტკიცებს მარმარილოს არქიტექტურის ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. V საუკუნეში ამ ბაზილიკის ნანგრევებზე აუგიათ დიდი, სამნავიანი ბაზილიკა. მის დასავლეთით ყოფილა უფრო მცირე მოცულობის ტაძარი, რომელიც მკვლევართა აზრით, VI-VII საუკუნეებში უნდა აეშენებინათ. უფრო გვიან (X – XI სს.) ამ ეკლესიების მახლობლად აუგიათ ჯვარ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი, ფართო და მრგვალი გუმბათით. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძრის კედლები შეულესავთ და შეუთეთრებიათ, შემორჩენილია XVI საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, “იგი წარმოადგენს კონსტანტინეპოლის სოფიის ტაძრის შემცირებულ მოდელს და იყო წმ. სოფიის სახელობის, რის გამოც კონცხი იწოდებოდა წმ. სოფიის კონცხად”. ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ცნობილი ისტორიკოსის დ. ბაქრაძის აზრით, “ბიჭვინთა ბიზანტიური არქიტექტურული ძეგლია. ტაძრის შესასვლელთან იყო წარწერა: “შეიწყალე, უფალო, ღვთისმსახურები პარა (ფარა) და…, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ეკლესიას, ბატონი კათალიკოსი ევდემონის მმართველობისას. წელსა ქორონიკონსა 7-ს”. ეს ევდემონი უნდა იყოს ჩხეტიძე, რომელიც აფხაზეთის პატრიარქი გახდა 1666 წელს. აკად. ვ. ბერიძის მტკიცებით, ბიჭვინთის ტაძარი ნაშენია ორმაგი მასალით, ქვითა და აგურით, რაც უჩვეულოა საქართველოს სხვა ნაწილებისათვის და ენათესავება ბიზანტიურ წყობას. იგი არის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვანი ეპოქის ყველაზე საინტერესო ძეგლთაგანი. ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ქართული არქიტექტურული ხელოვნების სპეციალისტის ნ. კონდაკოვის აზრით, “ბიჭვინთის მონასტერი აგებულია ბიზანტიური არქიტექტურის სისტემით”. მისი მტკიცებით, “აფხაზეთი, რომელმაც თვითონ ვერ გამოიმუშავა არქიტექტურის საკუთარი ფორმები, ამჯობინებს საერთო ბიზანტიურ არქიტექტურის ტიპსა და იქიდან წარმოებულ ქართულ არქიტექტურას”. აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების ერთი ნაწილის მსგავსება ბიზანტიურთან არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას, რადგან საქართველო საუკუნეების განმავლობაში არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ გავლენას განიცდიდა ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიისაგან. აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციის გელათში გადატანისას (XVI საუკუნის 50-იანი წლების დამლევს) ბიჭვინთის ტაძრის საგანძურიც გადაიტანეს გელათში. აქ ინახებოდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ვერცხლის ჭედური ხატი, რომელიც შემკობილია ძვირფასი ქვებით. მასზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ხატი მორთულია კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის მიერ 1568 წელს, ასევე ლევან დადიანისა (1661-1680წწ) და მისი მეუღლის, თამარის მიერ (1661-1668წწ). მეორე ხატი ბიჭვინთის ღვთისმშობლისა ინახებოდა ქუთაისის საკათედრო ტაძარში. ის მთლიანად მარგალიტითა და ძვირფასი ქვებითაა შემკული იმავე ლევან დადიანის მიერ. საკათალიკოსოს რეზიდენციის გელათში გადატანის შემდეგ ბიჭვინთის მონასტერი დაცარიელდა, მაგრამ უკვე ქრისტიანობისაგან გამდგარი ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობა ტრადიციულად მაინც განაგრძობდა მისდამი თაყვანისცემას. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ამ ტაძარში წირავდა რუსი სამხედრო მღვდელი, რომელიც აქ მდგომ გარნიზონს ემსახურებოდა. ამ დროს ხეზე ჯერ კიდევ ეკიდა ზარი, რომელზეც ლათინური ასოებით ამოკვეთილი იყო 1429 წელი. ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საფიქრებელია, რომ ზარი აქ ჩამოიტანეს გენუელებმა, რომლებმაც XIII საუკუნიდან შეცვალეს ბიჭვინთაში ბერძნები. ყირიმის ომის დროს ეს ზარი დაიკარგა. 1830 წელს რუსებმა ამ ტაძარში იპოვეს XV საუკუნის ქართული სახარება, რომელიც შემდეგში ინახებოდა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკაში.

123

 

ტრადიციული გადმოცემის მიხედვით, თითქოსდა ამ ტაძარში დამარხულა წმ. იოანე ოქროპირი, აგრეთვე, წმ. ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, რომელთა სიმბოლური საფლავებიც განლაგებულია შენობის შიგნით. ეს გადმოცემა დაშორებულია სინამდვილეს, ვინაიდან იოანე ოქროპირის საფლავი არის აფხაზეთის კამანში, ხოლო სიმონ კანანელისა – ახალ ათონში. XIX საუკუნის 30-იან წლებში წმიდა სინოდმა განიზრახა ბიჭვინთის ტაძრის აღდგენა, მაგრამ კავკასიის მაშინდელმა მთავარმართებელმა გენერალმა გოლოვინმა უარი თქვა, რადგან მის გარშემო მოსახლე აფხაზები უკვე მუსულმანები იყვნენ და მათ გაქრისტიანებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ამასთანავე, აღდგენა მეტად ძვირი დაჯდებოდა. ტაძრის განახლება დაიწყო მხოლოდ 1845 წელს, ვორონცოვის კავკასიაში მმართველობისას. რესტავრაცია დამთავრდა 1869 წელს. ტაძარი აკურთხა იმერეთის მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა. დღესდღეობით ბიჭვინთის მონასტერი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დაქვემდებარებაშია და ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს არ ეძლევათ საშუალება, მოილოცონ ეს უდიდესი ისტორიული, სულიერი საგანძური. მოამზადა დავით დანელიამ

 





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: gvtismshoblis tadzari, eklesia, ტაძარი, ბიჭვინთა, martlmadidebloba, ghvtismshobeli, gvtismshobeli, bichvinta, ghvtismshoblis tadzari, monasteri Views: 3428 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: