"ჟამნის" წინასიტყვაობა

2013-05-18, 10:46 PM


წინასიტყვაობა ჟამნისა


დღითიდღე მაგალითი გვასწავებს, მართლმადიდებელო მკითხველო, რომ რასაც ცხოველი პატარაობას შეეჩვეჩვევა, იმას ღრმა მოხუცობულობაშიაც ვეღარ მოიშლის და სიკვდილამდის გაჰყვება. არათუ ცხოველი, არამედ მცენარეც ასე არის: ხეს როგორც დააყენებ დანერგვის დროს, ისე გაიზრდება. კიდევ, რა სურნელებითაც იქმნება ავსებული და გამჯდარი ახალი ჭურჭელი, სასიამოვნოს თუ მყრალს, გვიან და ძნელად მოიშლის. ადამიანის ბუნებაც ასე არის -რასაც კაცი ჩვილ ყმაწვილობაში მიეჩვევა, იმას ღრმა მოხუცობულობაშიც ვეღარ მოაშლევინებს; იმისთვის, რომ ხშირად განმეორებული საქმე და დიდი ხნით გამაგრებული ზნეობა ძალას მიიღებს და ბუნებად ექცევა. ამისათვის მართლმადიდებელნი კრძალვით უნდა ეცადონ შვილების კეთილად აღზრდასა, რომ ლანძღვასა, გინებასა და ცუდად მეტყველებასა არ შეაჩვიონ ყმაწვილობითგანვე: ესენი იქმნებიან მავნებელნი სულისა და ხორცისათვის. ყმაწვილებმა არ უნდა დაკარგონ ოქროს მსგავსად საღირალი ძვირფასი დროება ჭაბუკობისა უბრალო თამაშობაში. ეს დრო შეუფასებელია და ვეღარაფრით მოაბრუნებ; უნდა აღივსონ გულნი თვისნი სწავლითა და მეცნიერებითა და მასწავლებელთაგან შეგონებული, სიტყვა ღვთისა, სიხარულით მოიღონ და დაიხსოვნონ. ამნაირად აღზრდილნი შევლენ ცხოვრებაში, როგორც სასიამოვნო გაზაფხულში, უხვად მოიმკიან ნაყოფთა კეთილთა, როგორც ძლიერ მოსავლიან ყანაში, მოხუცების დროს იცხოვრებენ ტკბილად და პატიოსნად, საუკუნო ნეტარებასაც დაიმკვიდრებენ და იქმნებიან მარადის მაძღარ და უზრუნველ.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: zedazneli-ako Views: 1737 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: