წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა.
წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი...
ამას წინათ ღვთის მიუწვდომელი ცოდნის (მცნობელობის) შესახებ გესაუბრებოდით. ხანგრძლივი სიტყვის შემდეგ წმინდა წერილისა და ბუნებითი მსჯელობის საშუალებით წარმოვაჩინე, რომ ღვთის სრულად წვდომა მიუღწეველია თვით უხილავი ძალებისთვისაც, რომლებიც არამატერიალური და ნეტარი ცხოვრების წესით მოქალაქობენ; რომ მთლიანად ცხოვრების ამაოებასა და წარმავალობაში ვარსებობთ და ყოველგვარი უკეთურებით შეპყრობილნი ხელვყოფთ იმის მოპოვებას, რაც უხილავი არსებებისთვისაც არაა სრულად შეცნობადი.
არტოსი – ზეცით გარდამოსული ანგელოზური პური, პური მარადიული ცხოვრებისა… “არტოსი” ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს. არტოსის კურთხევა აღდგომის პერიოდში სრულდება უფლის აღდგომის მოსახსენიებლად.